x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134573
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508653
სუპერთასითაც !!!
მთელ საქართველოს დაივლის,

ვარდებს შეჰკონავს მაისი,

წარვტაცეთ თასი ევროპას -

ცერზე ვერ შედგა "ცაისი";



მამაკაცურ-ახალკაცური -

ხმლიან-ფარიან-ფრთიანი,

კვლავ იწერება აწ ბურთით

ახალი "დავითიანი".


ვის შერჩა ხმა საღიღინო,

ჩაგვიწყდა... მოსვლა ვაცალოთ, -

ზეიმია და წელს ღვინო

სუპერთასითაც დავცალოთ.


ზაზა კაციაშვილი.

0
9
1-ს მოსწონს
ავტორი:მიხოო
მიხოო
9
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0