x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134573
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508653
ლიონელ მესი
image

ამ სატატიაში გესაუბრებით ლიონელ მესის სესახებ.
ლიონელ ანდრეს „ლეო“ მესი (ესპანურად Lionel Andres Messi) დაიბადა 1987 წლის 24 ივნისს. არგენტინელი ფეხბურთელი, რომელიც თამაშობს ბარსელონასა და არგენტინის ნაკრებში გარემარბად. გარდა არგენტინისა, მას აქვს ესპანეთის მოქალაქეობაც, რომელიც მას ევროპის მოთამაშედ ხდის. მესი მიიჩნევა თავისი თაობის ერთ-ერთ საუკეთესო და მსოფლიოს საუკეთესო თანამედროვე ფეხბურთელად. მესის მიღებული აქვს ოქროს ბურთისა და ფიფა-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციები 21 წლის ასაკში, რომელთაგანაც ორივე 22 წლის ასაკში მოიგო. მისი საფეხბურთო სტილს დიეგო მარადონას სტილს ადარებენ.
მესიმ ფეხბურთის თამაში ახალგაზრდობიდან დაიწყო და ბარსელონამ მისი პოტენციალი მალევე აღმოაჩინა. ბარსელონამ მესის ნიუელს ოლდ ბოისიდან ბარსელონაში გადაიყვანა. ამის შემდეგ მალევე, იგი არგენტინის ნაკრებში დამკვიდრდა. 2006 წელს იგი გახდა ყველაზე ახალგაზრდა არგენტინელი ფეხბურთელი მსოფლიო თასის ისტორიაში. 2008 წელს, პეკინში მან თავისი პირველი ეროვნული მედალი მოიგო არგენტინის ოლიმპიურ გუნდთან ერთად. 2005-2006 წლების სეზონში მან სადებიუტო მატჩი ჩაატარა ბარსელონას რიგებში და რეკორდი დაამყარა, როგორც ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც გოლი გაიტანა ლა ლიგაში. იმავე სეზონში ბარსელონამ ლა ლიგა და ჩემპიონთა ლიგა მოიგო. მისი პირველი კარგი სეზონი 2006-2007 წლებში იყო, რომელმაც ელ კლასიკოში ჰეთთრიკი შეასრულა და ლა ლიგა 26 თამაშში 14 გოლით დაასრულა. მისი საუკეთესო სეზონი, სავარაუდოდ, 2008-2009-წლების იყო, რომელშიც მესიმ 38 გოლი გაიტანა და ლომის წილი ჩადო „ბარსელონას“ ტრიპლეტის მოგებაში. მომდევნო, 2009-2010 წლების სეზონში მესიმ ყველა შეჯიბრებაში ერთად 47 გოლი გაიტანა, რითაც რონალდოს გაუთანაბრდა ერთ სეზონში გატანილი გოლებით. მესი 2005 წლის ფიფას მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა 6 გოლით.



image

























image






















4
82
14-ს მოსწონს
ავტორი:ბესო დანელია
ბესო დანელია
82
  
2013, 2 მარტი, 10:52
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი ლიცი-ის კომენტარზე
2013, 2 მარტი, 10:46
იმედია, რომ ამ "იაღლიშს" გამოასწორებს:)
2013, 2 მარტი, 10:44
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი ლიცი-ის კომენტარზე
2013, 16 თებერვალი, 20:20
." მისი საფეხბურთო სტილს დიეგო მარადონას სტილს ადარებენ."-ჩემი აზრით, მარადონაზე გაცილებით ძლიერია
0 1 4