x
image
პერსეპოლისი
XXI საუკუნის პროგრესირებადი მევიოლინე (ფოტოები და ვიდეოები)
image














































ვისაც მუსიკა და ზოგადად ხელოვნება გიყვართ, ალბათ მეტ-ნაკლებად

ყველას, დევიდ გარეტი გეცოდინებათ, რომელიც გარდა იმისა, რომ ძალიან სიმპათიური და მომხიბვლელია, იგი არაჩვეულებრივი მევიოლინეა, რომელიც მუსიკის შესრულებისას ძალიან ემოციურია, რაც მას კიდევ მეტ მომხიბვლელობას სძენს.
დევიდ გარეტი დაიბადა გერმანიაში, ამერიკელი პრიმა ბალერინისა
და გერმანელი იურისტის ოჯახში. ის დღესდღეობით დედის გვარს ატარებს, როგორც ფსევდონიმს, რადგან თვლის, რომ ბევრად უკეთესად გამოთქმადი და დასამახსოვრებელია. ეს ასეც არის, რადგან მისი
გვარია ბონგარცი.
მან თავისი კარიერა ძალიან ადრე დაიწყო. 13 წლის ასაკში
უკვე ჩაწერილი ჰქონდა ორი CD ალბომი. იგი ხშირად ჩანდა გერმანიის ტელევიზიის ეკრანებზე. პარალელურად იგი ყველასათვის კარგად ცნობილ ჯულიარდის სკოლაში სწავლობდა. მის წარმატებას გარდა შრომისმოყვარეობისა, ხელი შეუწყო მისმა გარეგნობამაც
და არც ისე დიდი დრო დასჭირდა პოპულარულობის მოსაპოვებლად.
დევიდი დღეს 32 წლის არის და ბევრი მხატვრის შთაგონების
წყარო გახდა. იგი მსოფლიოს გარშემო უამრავ კონცერტს მართავს, სადაც მაყურებელთა რაოდენობა ყოველთვის გასაოცრად დიდია. ის XXI საუკუნის ყველაზე პროგრესირებადი მევიოლინეა, რომელიც თანამედროვე ვარსკვლავების ცნობილი სიმღერების საკუთარ ვერსიას სთავაზობს ერთგულ მაყურებელს.

ვისურვებდი, რომ საქართველოშიც ჩამოსულიყოს ეს ადამიანი
ან ვინმე ღვთისნიერმა ჩამოიყვანოს ტოტო კუტუნიოს 9-ჯერ ჩამოყვანას. თუმცა საინტერესოა, რამდენად
მომზადებული პუბლიკა დახვდება მას. მე პირადად იმდენად მომწონს, მისი შესრულებული ყველა
მუსიკა, რომ ვერ წარმომიდგენია ვინმეს არ მოეწონოს. ქვემოთ მისი 2 ვიდეო არის და აუცილებლად მოუსმინეთ და უყურეთ.



image



image


imageimageimage

image






1
388
8-ს მოსწონს
ავტორი:პერსეპოლისი
პერსეპოლისი
388
  
2013, 15 თებერვალი, 22:43
ბევრი ლაიქი ამ სტატიას!!!
0 1 1