ცხელი შოკოლადი, რომელიც საფრანგეთში შუა საუკუნეებში ყველაზე მოდური იყო, ძირითადად არისტოკრატების სალონთა"რიტუალურ სასმელს"წარმოადგენდა.მე-16 საუკუნის ესპანელი ისტორიკოსი ოვიდეო თავის ნაშრომში წერდა:"მხოლოდ ყველაზე მდიდრებსა და არისტოკრატებს შეუძლიათ ცხელი შოკოლადით თავი გაინებივრონ.ეს მაცდური სასმელი ფულს პირდაპირ "ნთქავს"..."ლუდოვიკო მეთექვსმეტის დროს ფრანგებმა თხევადი შოკოლადი მყარით შეცვალეს.შოკოლადის ნამდვილი ბუმი კი მე-19 საუკუნის ბოლოს დაიწყო, როცა შვეიცარიული კომპანია "ნესტლეს"წარმომადგენელმა დანიელ პიტერმა ამ ნუგბარის გემოს გაუმჯობესება გადაწყვიტა და მას რძე დაამატა, შარლზ კოლხერმა კი - თხილი.შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.სწორედ ამ დროიდან დაიწყო შოკოლადის სერიული წარმოება.
მეცნიერებმა გამოიკვლიეს და აღმოჩნდა, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მეტი რაოდენობით რძიანი შოკოლადი იყიდება.ყველაზე მეტ შოკოლადს შვეიცარიელები მიირთმევენ.ყოველწლიურად თითოეული შვეიცარიელი 11, 5კგ შოკოლადს ჭამს, გერმანელი-9, 8კგ-ს, ბელგიელი-9, 7კგ-ს, ამერიკელი-5, 5კგ-ს, იაპონელი კი 1, 9კგ-ს.