x
მეტი
  • 15.05.2024
  • სტატია:134656
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508989
''ყოჩაღ ქართველო''
საქართველოს ნაკრების წევრი ჯანო ანანიძე მოსკოვის''სპარტაკთან'' ერთად ესპანეთში შეკრებაზე იმყოფება.

მოსკოველები სეზონის განახლებისათვის აქტიურად ემზადებიან, მათი მთავარი მრწვთნელი ვალერი კარპინი ერთობ უცნაურ ვარჯიშებს იგონებს.

მაგალითად, ამჯერად ''სპარტაკის''თავკაცმა ფეხბურთელების გამძლეობაზე შემოწმება მოინდომა და ამის გაკეთება რატომღაც მუსიკის დახმარებით გადაწყვიტა. მოედანზე გამოტანილი უზარმაზარი დინამიკიდან გამომავალი ჰანგების ფონზე ''სპარტაკის''ფეხბურთელები ბოლომდე დაიხარჯენ მინდორზე.

მათ შორის იყო ახალგაზრდა ქართველი ჰავბეკი ჯანო ანანიძე, რომელიც ბოლო დრომდე ინდივიდუალურად ვარჯიშობდა.


როგორც ჩანს, ანანიძემ კარპინის უცნაურ ტესტს თავი კარგათ გაართვა და ამ უკანასკნელისგან შექებაც დაიმსახურა.


ვარჯიშის დასრულების შემდეგ კარპინმა ჯანოს ხელი ჩამოართვა და უთხრა: ''ყოჩაღ, ქართველო!''.image

0
77
3-ს მოსწონს
ავტორი:გურგენი
გურგენი
77
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0