x
image
არსენალი
რეალი - მანჩესტერი (პრევიუ)
image
სტადიონი: "სანტიაგო ბერნაბეუ" რეალ მადრიდი.
მონაცემი: ჩემპიონთა ლიგა, მერვედ ფინალი.
მთავარი არბიტრი: ფელიქს ბრიხი.
თარიღი: ოთხშაბათი, 13 თებერვალი, 2013 წელი.
მატჩის დასაწყისი: 23:45, (ჩვენი დროით)


"რეალ მადრიდი"
"რეალს" არცისე კარგი დრო უდგას, ისინი პრიმერა დივიზიონში მესამე ადგილს იკავებენ და მთავარ მეტოქე კატალონიის "ბარსელონას" 16 ქულით ჩამორჩება. რეალურად, რომ შევაფასოთ მადრიდელებს შანსი აღარ აქვთ პრიმერა დივიზიონის მოგებისა. ამას ისიც დაემატა, რომ "რეალის" მეტოქე ესპანეთის თასზე "ბარსელონა" აღმოჩნდა და პირველი თამაშის მერე რომელიც ფრედ 1:1 დასრულდა საპასუხო შეხვედრა "კამპ ნოუზე" აქვს ჩასატარებელი. მადრიდელებს არც ჩემპიონთა ლიგაზე უდგათ კაი დღე რადგან მათ შესანიშნავ ფორმაში მყოფ "იუნაიტედთან" უწევთ შეხვედრა. მითუმეტეს, რომ სერ ალექსი შარშანდელი ჩაგდებული სეზონის შემდეგ რევანშს გეგმავს ლიგაზე და რეალს ძალიან მძიმე მდგომარეობა აქვს ყველა ჩემპიონატში რომელშიც მონაწილეობს. ამას ემატება ის, რომ იკერ კასილიასმა დაიზიანა ხელი და სავარაუდოდ 10 კვირით გამოაკლდა გუნდს. ასევე ვერ ითამაშებს ახალგაზრდა 19 მცველი რაფაელ ვარანი რადგან მან მყესი დაიზიანა. ეჭვქვეშაა კიდევ რამდენიმე ფეხბურთელის მდგომარეობა. ისიც აღსანიშნავია, რომ "რეალის" მწვრთნელსა და ფეხბურთელებს შორის დაძაბული ურთიერთობაა და გუნდის რამდენიმე ლიდერი კლუბის დატოვებაზე ფიქრობს.


"მანჩესტერ იუნაიტედი"
სერ ალექსის ბიჭები საკმაოდ კარგ ფორმაში არიან, მათ პრემიერ ლიგაში 42 შესაძლოდან 38 ქულის აღება შეძლეს, ერთპიროვნულად ლიდერობენ ჩემპიონატს 65 ქულით და უახლოეს მდევარ სიტის 12 ქულით უსწრებენ. ასევე "წითელი ეშმაკუნები" მონაწილეობენ ინგლისის ასოციაციის თასზეც, სადაც უკვე მერვედ ფინალში იმყოფებიან და 19 თებერვალს "რედინგს" დაუპირისპირდებიან. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, შარშანდელი იმედგაცრუების შემდეგ, წელს გაახარა გულშემატკივარი სერ ალექსის გუნდმა და ოფიციალურად პირველმა გაიფორმა პლეიოფში გასვლა, მათ პირველი 4 მატჩი მოიგეს და ჯგუფიდან გასვლა გაინაღდეს პირველი ადგილით.
"იუნაიტედს" ტრავმირებული ყავს დარენ ფლეტჩერი რომლის ორგანიზმშიც საშინელმა დაავადებამ იჩინა თავი და ის მინიმუმ ივლისამდე ვერ დაეხმარება გუნდს. ასევე საეჭვოა ფილ ჯონსის თამაშიც, რადგან მან ტრავმა მიიღო "ევერტონთან" მატჩში, რომელიც "მანჩესტერმა" 2-0 მოიგო. ჯილმა საკმაოდ მტკივნეული დარტყმა მიიღო ფეხის არეში და ექიმებმა ჯერ ზუსტად არ იციან თუ რამდენი ხანი გამოაკლდება ახალგაზრდა ინგლისელი კლუბს.
ფერგიუსონმა ასევე გაახმაურა ჯოზე მოურინიოსთან შეხვედრის ფაქტიც:"დიახ, ჩვენ დაველაპარაკეთ ერთმანეთს თამაშამდე და იგი პოზიტიურად იყო განწყობილი. ჩვენ ორივე მოუთმენლად ველოდებით ოთხშაბათის დაპირისპირებას. ეს იქნება ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ბოლო რამოდენიმე წლის განამავლობაში"


ურთიერთშეხვედრები
ამ ორ გუნდს სულ ერთმანეთის წინააღმდეგ 8 ოფიციალური მატცი აქვს ჩატარებული. აქედან 3 მადრიდელებმა მოიგეს, 2 მატჩში მანჩესტერელებმა იმარჯვეს და 3 მატჩი ფრედ დასრულდა.
ამ 8 მატჩში სულ 31 გოლი გავიდა, საიდანაც 17-რეალმა, 14 კი მანჩესტერმა გაიტანა.



Man. Utd. 4 - 3 Real Madrid
Real Madrid 3 - 1 Man. Utd.
Man. Utd. 2 - 3 Real Madrid
Real Madrid 0 - 0 Man. Utd.
Real Madrid 3 - 3 Man. Utd.
Man. Utd. 1 - 0 Real Madrid
Man. Utd. 2 - 2 Real Madrid
Real Madrid 3 - 1 Man. Utd.




0
16
1-ს მოსწონს
ავტორი:არსენალი
არსენალი
16
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0