ქალი და მამაკაცი რატომ ჩაფლავდა ქართული PLAYBOY ??? (+სურათები) 2013, 9 თებერვალი, 14:07 გეცოდინებათ, რომ ამერიკული ფლეიბოის გარდა არსებობს კიდევ ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ფლეიბოის ჟურნალები(რუსული, ბულგარული, ჰოლანდიური და ა.შ)
ამის შემხედვარე ქართველები ევროპას რატომ უნდა ჩამოვჩეთო და ფლეიბოის ჟურნალის გამოშვება გადაწყვიტეს იმის იმედად, რომ ის ისეთივე პოპულარული და რეიტინგული ჟურნალი გახდებოდა, როგორც დანარჩენ ქვეყნებში, მაგრამ.....
ერთი შეხედვით ქართული ფლეიბოი თავისი დიზანით, ხარისხიანი სურათებით, საინტერესო ინფორმაციული სტატიებით, ჩანართებით, თავისი მუსიკადმცოდნე ნიკო ნეგრაძის რედაქტორობით... უნდა მიექცია ქართველი მკითხველის ყურადღება, მაგრამ ჟურნალმა მხოლოდ ცხრა თვე იარსება.... საქართველოში ფლეიბოის ჯურნალი, რომ ფეხს ვერ მოიკიდებდა ეგ თავიდანვე უნდა სცოდნოდათ. ეს იმიტომ, რომ რომელი ქართველი გოგო გაშიშვლდებოდა?(მე ვიძახი გაშიშვლებას, როგორც სხვა ქვეყნის ფლეიბოის ჟურნალებშია და არა მხოლოდ ყოველთვის თეძოების და მხრების გამოჩენა)ალბათ ჰქონდათ იმედი, რომ მოიძებნებოდა უკომპლექსო ქართველი მოდელი გოგონები, რომლებიც გაშიშვლდებოდნენ ქართველი ხალხის წინაშე გარკვეული თანხის სანაცვლად, მაგრამ ვინ ნახეს?პირველივე ნომერში ნინა წკრიალაშვილი? მისი ფოტოები ისეთივე იყო, როგორც ნინას ჩვეულებრივი ყოველდღიური ჩაცმულობა... ასევე ვერ გაითვალისწინეს, რომ ქართველი მკითხველი ფლეიბოის ჟურნალში 6 ლარს თუ გადაიხდიდა, (შემდეგ სიმბოლურად 1 ლარი დააკლეს...)ძირითად აქცენტს ქართველი მოდელების გაშიშვლებულ სურათებზე გააკეთებდა და არა სხვადასხვა საინტერესო ჩანართებზე, ყვითელ პრესაზე და ქართულ ბომონდურ სტატიებზე. ეს იმიტომ, რომ სხვადახვა სტატიები შიშველი ქართველი ქალების სურათების გარეშე, შეეძლოთ შეეძინათ სულ რაღაც 50 თეთრად( სარკე, თბილისელები, გზა და ა.შ.) მოკლედ ბევრი, რომ აღარ გავაგრძელო საქართველო ერთადერთი ქვეყანაა სადაც ფლეიბოის ჟურნალმა კრახი განიცადა... როგორც ქართული რეპი ვერასოდეს ვერ გახდება პოპულარული(იმიტომ, რომ ვეღარ შეიგნო ამ ხალხმა ქართული ენა, რომ რეპულად არ ირითმება) ისევე ვერასოდეს ვერ გახდება ვერცერთი ფლეიბოის და ჰოსტელის მსგავსი ქართული ჟურნალი და გაზეთი პოპულარული იმიტომ, რომ საქართველო პატარაა...საბოლოო ჯამში რაცარუნდა იძახოს ქართველმა ქალმა უკომპლექსო ვარო, საქმე საქმეზე როდესაც მიდგება, ის მაინც ვერ გაშიშვლდება საჯაროდ, იმიტომ რომ მაინც ქართველია და არ ზის მასში–ექსჰიბიციონიზმი!!!!!! 2136 8-ს მოსწონს |
გარეპილ-გამორეპილი ქართული სიმღერა სიმღერაა?:))))))
შენ რა გაარკვიე, სტატიას რომ დამპირდი მოვძებნიო ეძებ?:))
ეს პოსტი ადრე დავპოსტე ფორუმ.გეზე (ლიცემერი ). ამ თემაშიც კარგად ეწერება.
ჩემი აზრით, ქართველი ქალი ორ ცეცხლ შუა არის მოქცეული. ერთ მხარეზეა რელიგიური სტანდარტები (შეცოდება ცუდია, რადგან სინდისის ქეჯნა დაგტანჯავს), მეორეზე სირცხვილი, ანუ, - ჩვენთან ოდითგან ასე ყოფილა და ახლაც ასეა - საზოგადოებაში მორალური შემაკავებელის როლს სირცხვილი ასრულებდა და ახლაც ასრულებს. ესე იგი, ქართველი ქალისთვის (და არა მარტო ქალისთვის) ყველაზე სამარცხვინო მდგომარეობაში აღმოჩენაა, ანდა, უფრო უარესი -დაცინვაა ( რას იტყვიან მშობლები, ნათესავები, თანამშრომლები, მეზობლები და ა. შ.). ასეა ეს, ქართველ ქალს ყველაზე ძალიან "ცოდვის" ჩადენის ეშინია, რამეთუ საქართველოში საზოგადოებრივი ცივილიზატორისთვის სირცხვილი უფრო ეფექტურია, ვიდრე სინდისი.