x
Bullet for My Valentine-ბიოგრაფია
imageBullet For My ValentineBullet For My Valentine ჩამოყალიბდა 1998 წელს უელსში, ქალაქ ბრიჯენდში. ჯგუფის წევრები არიან: მეთიუ ტაკი(ვოკალი, ლიდ-

გიტარა), მაიკლ პაგეტი(ლიდ-გიტარა, ბექ-ვოკალი), ჯეისონ ჯეიმსი(ბას-გიტარა, ბექ-ვოკალი), მაიკლ ტომასი(დრამი). ჯგუპი ასრულებს მძიმე მეტალს.

თავდაპირველად ჯგუფი გამოდიოდა Jeff Killed John -ის სახელით და ასრულებდა metallica და nirvana -ს სიმღერებს. საკუთარი მათ 6 სიმღერა ქონდათ რომლებიც არ გამოსულა. თუმცა მოგვიანებით ამ სიმღერებიდან 2 სიმღერა გადაამუშავეს და უკვე Bullet For My Valentine ის სახელით შეასრულეს.

2002 წელს გააფორმეს კონტრაქტი sony BMG კომპანიასთან, კონტრაქტი ითვალისწინებდა 5 სტუდიურ ალბომს.


ჯგუფმა განაცხადა რომ მათ მუსიკაზე გავლენას ახდენს კლასიკური მეტალის ისეთი შემსრულებლები როგორებიც არიან: Metallica, Iron Maden და Slayer.

Bullet For My Valentine ის სადებიუტო ალბომი The Poison გამოვიდა 2005 წლის 3 ოქტომბერს დიდ ბრიტანეთში, ხოლო ამერიკაში 2006 წლის 14 თებერვალს ზუსტად ვალენტინობის დღეს. ალბომმა The Poison, Billboard200-ში 128-ე ადგილი დაიკავა.

შემდეგ ჯგუფი გამოვიდა Download Festival და Kerrang-ზე. ტურნეში გაემგზავრა Rob Zombie -თან ერთად.

2008 წლის 29 იანვარს ჯგუფმა გამოუშვა მეორე ალბომი Scream Aim Fire და Billboard200-ში მეოთხე ადგილი დაიკავა.

ჯგუფის მესამე ალბომი Fever 2010 წლის 26 აპრილს გამოვიდა და Billboard-ში მესამე ადგილზე გავიდა.

ბენდს გაყიდული აქვს 1000000 ალბომი ამერიკაში ხოლო მსოფლიო მასშტაბით 3000000 და სამჯერ აქვს Kerrang Award-ის ჯილდო მიღებული კატეგორიაში "საუკეთესო ბრიტანული ჯგუფი".

2
38
1-ს მოსწონს
ავტორი:გაჭირვებული
გაჭირვებული
38
  
2013, 5 თებერვალი, 19:58
კი როგორც წერია ისე უნდა გაიგო რავი მე ეგრე მესმის
2013, 5 თებერვალი, 19:53
ამ ჯგუფის დასახელება როგორ გავიგოთ, როგორ განიმარტება?
0 1 2