x
image
მიხოო
გიყვარდეს ადამიანი სილამაზისთვის, იგივეა გიყვარდეს წიგნი ლამაზი ყდისთვის...

imageამ ფოტოს ნახვის შემდეგ გამიჩნდა სურვილი ჩემი აზრი დამეფიქსირებინა და გაეცნოთ მომხმარებელებს... არ ვიცი თქვენ რას ფიქრობთ ამ სიტყვებზე მაგრამ მე ჩემი აზრი მაქვს. ვფიქრობ, რომ არც მასე არაა როგორც წერენ ხოლმე... ვერავინ შეგიყვარებს პირველი ნახვისთანავე მხოლოდ შენი სულიერი ღირებულებები თუ ადამიანობის გამო.შენი ეგ თვისებები ურთიერთობის პროცესში მჟღავნდება და არა პირველი შემჩნევისას... ურთიერთობის სურვილი რომ გაუჩნდეთ ადამიანს, მაგისათვის ჯერ ვიზუალს უყურებენ, რადგან ერთი შეხედვით მხოლოდ მაგის დანახვაა შესაძლებელი, ანუ ვიზუალი საჭიროა იმისათვის, რომ მოეწონო და მათი ყურადღება მიიბყრო და მხოლოდ მაგის შემდეგ აღმოაჩენენ, ურთიერთობის პროცესში, რომ კარგი ადამიანი ყოფილხარ... სამწუხაროა მაგრამ ფაქტია....ხოლო თუ ვერაფერი ღირებული ვერ აღმოაჩინეს შენში, ურთიერთობის პროცესში, მაგ დროს, მოწონება სიყვარულში ვერ გადაიზრდება და უკვე ვიზუალსაც აღარ აქცევენ ყურადღებას. ანუ იმასაც ვეღარ ამჩნევენ რომ ლამაზი ხარ. მაგრამ როდესაც ურთიერთობის პროცესში შენში ადამიანს აღმოაჩენენ სრული ამ სიტყვის გაგებით, მაშინ შენი ვიზუალი მეორე პლანზე გადაინაცვლებს რადგან შენ ადამიანობას უფრო წინ დააყენებენ, მაგრამ მაგისათვის, როგორც ზემოთ ავღნიშნე ჯერ უნდა შეგამჩნიონ... შემჩნევით კი...ალბათ დამეთანხმებით და ამ დროში თუ ცხოვრობთ - რთული არ არის. დღევანდელი თაობის ნაწილისთვის ვიზუალსაც კი მისი მობილური და საფულეში საკრედიტო ბარათების რაოდენობა წყვეტს...

0
119
5-ს მოსწონს
ავტორი:მიხოო
მიხოო
119
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0