x
image
მიხოო
ვინ ხარ შენ, რომ განსაჯო ჩემი ცხოვრება?

ვინ ხარ შენ, რომ განსაჯო ჩემი ცხოვრება? ვიცი, რომ არ ვარ უნაკლო და არც უნდა ვიყო, მაგრამ სანამ დაიწყებდეთ თითების გაშვერას, დარწმუნდით, რომ ხელები სუფთა გაქვთ… იესო, როდესაც ჯვარს აცვეს, ფარისევლებმა რომლებიც მას რამდენიმე დღის წინ პალმის რტოებით ეგებებოდნენ, ევედრებოდა მამა ღმერთს:”შეუნდე უფალო, რამეთუ არ იციან რას იქმან”… იესო, ძე ღმერთი, წამების დროსაც ითხოვთა მათი ცოდვების მონანიებას, არ განუკიცხავს, მათთვის ცივი სიტყვა არ უთქვამს და ჩვენ? ჩვენ რა უფლებ გვაქვს ვინმეს შეურაცყოფა მივაყენოთ, ვინმე განვსაჯოთ. არავინ იცის ხვალ რა გველის და რა დღეში ჩავვადებით. უფლის სული და გული ყველას მიმართ სიყვარულით იყო აღსავსე, მას რწმენა და სიყვარული ამოძრავებდა. ჩვენ კი შექმნილნი ვართ ხატად ღვთისა და მე ის ვიცი რომ, ცხოვრება სიყვარულია და უნდა მიყვარდეს! ცხოვრება ომია დაუნდა მოვიგო ის! ცხოვრება ბედნიერებაა და თავად უნდა შევქმნა იგი! ცხოვრება საიდუმლოა და უნდა ამოვხსნა ის! ცხოვრება სილამაზეა, უბრალოდ უნდა აღიქვა იგი. მთელი ჩვენი ცხოვრება ჩვენს ხელშია… ჩვენი სიტყვა, ჩვენი ქცევა, ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული და მოდი დავფიქრდეთ, ღირს განა ერთმანეთისთვის ცუდის კეთებაში, სიბოროტეში, ორგულობაში, განსჯასა და გაკიცხვაში გავატაროთ ის დრო რაც ამ ცხოვრებაში გვეკუთვნის? დრო არ ბრუნდება… იტყვი სიტყვას და ვერ დაიბრუნებ. სანამ იტყვი სიტყვა შენი მონაა, როგორც კი წარმოსთქვამ მაშინვე მისი მონა ხდები. ამიტომ კარგად დავფიქრდეთ ხოლმე… სიმართლე კი ისაა, რომ ყოველთვის იქნება კალამი მომავლის დასაწერად... მაგრამ არასოდეს არ იქნება საშლელი წარსულის წასაშლელად… დღეები მიდიან და დროც არ ჩერდება.

0
119
1-ს მოსწონს
ავტორი:მიხოო
მიხოო
119
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0