x
image
შაკო-დემე
მზესუმზირა - გემრიელი და სასარგებლო

image


თუ ხშირად მიირთმევთ მზესუმზირას, ქოლესტერინთან დაკავშირებულ პრობლემებზე შეგიძლიათ არ იფიქროთ.

მზესუმზირა მაგნიუმით ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი პროდუქტია (100 მარცვალი 317 მგ-ს შეიცავს).

მზესუმზირა ელასტიკურობას მატებს კანს, ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას და ადამიანს გაცილებით ახალგაზრდულ იერს სძენს.

მზესუმზირა განსაკუთრებით სასარგებლოა მარხვის დროს. ამ პერიოდში ორგანიზმი ცილის დეფიციტს განიცდის, მზესუმზირის 20-25% კი სწორედ ცილაა, ამასთან, მისი პროტეინი საკმაოდ მაღალი ხარისხისაა, იგი ბევრ შეუცვლელ ამინჟავას შეიცავს და ორგანიზმიც ადვილად ითვისებს მას.

თანამედროვე ადამიანი მიკროელემენტ სელენის დიდ დეფიციტს განიცდის. ეს შესანიშნავი ანტიოქსიდანტია, რომელიც ორგანიზმს ახალწარმონაქმნების განვითარებისგან იცავს. ერთი ჭიქა მზესუმზირა თითქმის იმდენ სელენს შეიცავს, რამდენიც სავსებით აკმაყოფილებს ორგანიზმის სადღეღამისო მოთხოვნას ამ ელემენტზე.

მზესუმზირით მეტისმეტად გატაცებასაც არ გირჩევთ - 100 გრამი 580 კალორიას შეიცავს.

4
294
5-ს მოსწონს
ავტორი:შაკო-დემე
შაკო-დემე
294
  
2014, 28 აპრილი, 1:49
ჰმ ისედაც ბევრს ვჭამ მზესუმზირას :D
2013, 25 იანვარი, 1:05
გემრიელი, სასარგებლო, კალორიული :DDD
2013, 24 იანვარი, 21:11
მზესუმსირის გოზინაყი ძალიან მიყვარს:)
0 1 4