x
image
არსენალი
უილშირი: ჩელსის ჩვენთან თამაში ყოველთვის უჭირს

imageჯეკ უილშირი მიიჩნევს, რომ არსენალს შეუძლია პრემიერ ლიგის კვირის მატჩში ჩელსის წინააღმდეგ დადებითი შედეგის მიღწევა, თუ გუნდი საკუთარ თამაშზე გააკეთებს კონცენტრაციას.
არსენ ვენგერის გუნდმა გასულ სეზონში სტემფორდ ბრიჯზე დრამატულ მატჩში დაამარცხა თანაქალაქური ჩელსი (5:3), უილშირი კი, ამბობს, რომ მას და თავის თანაგუნდელებს ახლაც შეუძლიათ შედეგის გამეორება.

ოთხშაბათს მეთოფეებმა ინგლისის თასის მე-3 რაუნდი წარმატებით გადალახეს სუონსისთან ორმატჩიან დუელში, გადამწყვეტი გოლის ავტორი კი შეხვედრის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე, სწორედ უილშირი გახდა. ჯეკს სურს, რომ დადებითი შედეგისა და კარგი ფეხბურთის შემდეგ, გუნდმა კვლავ გააგრძელოს ასე თამაში.

"ჩელსისთან დიდი თამაში იქნება. მათ ოთხშაბათს ღამით რთული თამაში ჰქონდათ, ისევე როგორც ჩვენ, ამიტომ, კვირას თანაბრად გადაღლილები შევხვდებით."

"ჩვენ მოვიგეთ იქ შარშან, ასე რომ, ვიცით, ჩვენ ამის გაკეთება შეგვიძლია. საკუთარი თამაში ამის საშუალებას ნამდვილად მოგვცემს, ამიტომ, საკუთარი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ. ვიცით, რომ მათ დიდი ფეხბურთელები ჰყავთ, რომლებსაც ინდივიდუალურად შეუძლიათ თამაშის ბედის შეცვლა, მაგრამ ვფიქრობ, რომ არც ჩვენ ჩამოვუვარდებით. ამიტომ, ზომიერად თავდაჯერებულები უნდა ვიყოთ."

"ვფიქრობ, რომ ჩელსის ყოველთვის უჭირს ჩვენ წინააღმდეგ თამაში. ორივე გუნდს შეუძლია კარგი ფეხბურთის თამაში, ასე რომ, მნიშვნელოვანი იქნება გამოვიყენოთ დადებითი მხარეები - უოლკოტის სისწრაფე და კასორლას ხედვა."

"ვიცით, რომ ჩელსი დიდი გუნდია. ჩვენ უბრალოდ ფოკუსირება გვმართებს საკუთარ თამაშზე, რაც დარწმუნებული ვარ, შედეგს აუცილებლად მოიტანს."

გამარჯვების შემთხვევაში არსენალი ჩელსისთან ქულების თვალსაზრისით ჩამორჩენას 5 ქულამდე შეამცირებს და პლიუს ამას, თადარიგში ერთი გამოტოვილი შეხვედრა ექნება. უილშირმა იცის, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იქნება ამ თამაშში დადებითი რეზულტატის მიღწევა, თუნდაც ჩემპიონთა ლიგის მომავალი შეხვედრებისთვის.

"მე ვფიქრობ, არსენალისთვის ყველა თამაშს ზღვა მნიშვნელობა აქვს. ჩვენ დავმარცხდით წინა კვირას 10 კაცით სიტის წინააღმდეგ და გულდასაწყვეტი იყო ხუთთამაშიანი წაუგებელი სერიის ასე გაფუჭება."

"მაგრამ, ახლა ამაზე ფიქრის დრო არ არის, ჩვენ მომავალზე უნდა ვიფიქროთ. ცხრილში საკმაოდ დაბლა ვართ ჩვენი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ამიტომ ქულები აუცილებლად გვჭირდება."

0
9
1-ს მოსწონს
ავტორი:არსენალი
არსენალი
9
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0