x
image
ნინი_ნინჩო
ოსკარი
ოსკარიოსკარი ეს არის- კინემატოგრაფიულ ხელოვნებათა და მეცნიერებათა აკადემიის პრემია . სახელწოდება ოსკარი აღებულია იმ პატარა ქანდაკებისგან, რომელსაც ლაურეატებს გადასცემენ. ქანდაკებამ სახელწოდება მიიღო აკადემიის ერთ-ერთი წევრის, მარგარეტ ჰერიკისაგან, რომელმაც მიიჩნია, რომ იგი ძალიან ჰგავდა ბიძამის ოსკარს. ქანდაკება გაკეთებულია ბრიტანიუმისაგან და მოოქროვილია. მისი დიზაინერია სედრიკ გიბონი.

ეს პრემია ყოველწლიურად გადაეცემა მერიკის შეერთებულ შტატებში გამოსულ საუკეთესო ფილმებსა და სხვადასხვა კატეგორიაში მოღვაწე კინოხელოვანებს, 1929 წლიდან მოყოლებული.

ერთი ფილმის მიერ აღებული ოსკარების ყველაზე დიდი რაოდენობაა 11. ეს რეკორდი სამმა ფილმმა მოხსნა:

ბენ-ჰური (1959)ბენ-ჰური


რეჟისორი: უილიამ უაილერი.

როლებში:ჩარლტონ ხესტონი, ჯეკ ხოუკინსი, ხაიია ხარარიტი, სტივენ ბოილი, ხიუ გრიფფიტი, მარტა სკოტტი, ქეთი ო`დონნელლი, სემ ჯაფფე, ფინლეი კერრი, ჯორჯ რელფი, ანდრე მორელი, ადი ბერბერი, მარინა ბერტი, ხიუ ბილლინგსლი, ჯერრი ბრაუნი, რობერტ ბრაუნი, ლანდო ბუცცანკა;

ფილმის მოკლე აღწერა:ფილმის მოქმედება პალესტინაში, ქრისტეს შობიდან 26 წელს იწყება. ორი მეგობარი დიდი ხნის განშორების შემდეგ კვლავ ხვდება ერთმანეთს... მაგრამ ახლა მათი მეგობრობა შეუძლებელია... იუდა თავისი ხალხის ბრძოლას გულშემატკივრობს, მასალა კი რომაელთა ლეგიონის ტრიბუნია და იმპერიის ინტერესებს იცავს.


ტიტანიკი (1997)

ტიტანიკი
რეჟისორი:
ჯეიმს კემერონი

როლებში: ლეონარდო დეკაპრიო, კეიტ უინსლეტი, ბილლი ზეინი, ქეთი ბეიტსი, ფრენსის ფიშერი, გლორიია სტიუარტი, ბილ პეკსტონი, ბერნარდ ხილ, დევიდ უორნერი, ვიკტორ გარბერი, ჯონატან ხაიდი სიიუზი ამისი, ლიიუის აბერნატი, ნიკოლას კასკონი, დრ. ანატოლიი, მ. საგალევიჩი, დენნი ნუჩჩი, ჯეისონ ბერრი, ივენ სტიუარტი, იოან გრიფფიტი, ჯონატან ფილლიპსი

მოკლე აღწერა: ახალგაზრდა შეყვარებულები ჯეკი და როუზი ერთმანეთს პოულობენ პირველ და უკანასკნელ ჩაუძირავი' ტიტანიკის ზღვაონობაში. რა იცოდნენ ახალგაზრდებმა, რომ მდიდრული ლაინერი ჩრდილოეთი ატლანტიკის ყინულოვან წყალში აისბერგს შეეტაკება, და მათი ვნებიანი სიყვარული სიკვდილთან ბრძოლაში გადაიქცევოდა.


ბეჭდების მბრძანებელი: მეფის დაბრუნება (2003)

ბეჭდების მბრძანებელი
რეჟისორი:
პიტერ ჯექსონი

როლებში: შონ ოსტინი, ელაიჯა ვუდი, ორლანდო ბლუმი, ვიგგო მორტენსენი, ენდი სერკისი, დომინიკ მონახენი, იენ მაკკელლენი, მირანდა ოტტო, ლივ ტაილერი, კარლ ურბანი, ხიიუგო უივინგი, დევიდ ვენხამი, ნოელ ეპპლბი, ალექსანდრა ესტინი, დევიდ ესტონი, ჯონ ბახი, შონ ბინი, კეიტ ბლანშეტტი, ბილლი ბოიდი, სედვინ ბროფი

მოკლე აღწერა: სარუმანის ჯარი დამარცხებულია, ციხესიმაგრე ალყაშია. ფროდო და სემი გაქცევას ახერხებენ ფარამირისაგან. ძაან მალე უნდა გადაწყდეს შუახმელეთის ბედი. საურონის ყურადღება მიჯაჭვულია გონდორას, ადამიანთა ბოლო ბურჯს. დადგა დრო გონდორას სათავეში არაგორნი დადგეს, რომლის ტახტის მემკვიდრე ის მუდამ იყო. დრო არ იცდის. ახლოვდება ბრძოლა საურონის ჯართან, რომლის შედეგიც გადაწყვეტს მთელი კაცობრიობის ბედს. ამ დროს, ფროდო და სემი აგრძელებენ გზას მორდორის შუაგულისკენ, მიყვებიან სმეაგოლს. მათი მომავალი გაურკვეველია. იქნებ სმეაგოლის მოღალატე ხასიათი დაღუპავს ფროდოს?



"ბენ–ჰურის" რეკორდი ფილმმა "ტიტანიკი" ვერ გაიმეორა, რადგან მთავარი როლის შემსრულებლებს კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო არ მიუღიათ. იუდა ბენ–ჰურის როლის შემსრულებელმა – ჩარლტონ ჰესტონმა 1959 წელს კინოკრიტიკოსთა გადაწყვეტილებით, ჯეკ ლემონი "ოსკარის" გარეშე დატოვა, რომელმაც არაჩვეულებრივი სახე შექმნა ფილმში "ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან"ამ სახელწოდებით იცნობენ ფილმს "სხეულის სიმხურვალე"ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების მოქალაქეები, რადგან იმ დროს ცენზურა ფილმის სახელწოდებაზეც ვრცელდებოდა.


ოსკარზე ძირითადი ჯილდოებია:

საუკეთესო სურათი · საუკეთესო რეჟისორი · საუკეთესო მსახიობი მამაკაცი · საუკეთესო მსახიობი ქალი · საუკეთესო ადაპტირებული სცენარი ·საუკეთესო ორიგინალური სცენარი · საუკეთესო მსახიობი კაცისთვის მეორეხარისხოვან როლში · საუკეთესო მსახიობი ქალისთვის მეორეხარისხოვან როლში ·საუკეთესო ანიმაციური ფილმი · საუკეთესო მხატვრული გაფორმება · საუკეთესო ოპერატურა · საუკეთესო კოსტუმების დიზაინი · საუკეთესო დოკუმენტური ფილმი ·საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი · საუკეთესო მონტაჟი · საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი · საუკეთესო გრიმი ·საუკეთესო ორიგინალური საუნდტრეკი · საუკეთესო ორიგინალური სიმღერა · საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი ·საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი · საუკეთესო ხმის შერევა · საუკეთესო ხმის მონტაჟი · საუკეთესო ვიზუალური ეფექტები.



1
93
9-ს მოსწონს
ავტორი:ნინი_ნინჩო
ნინი_ნინჩო
93
  
2013, 11 იანვარი, 18:17
რა კარგი სტატიაა :*
0 1 1