x
image
ნინი_ნინჩო
აბა გამოიცანი
აბა გამოიცანიამ სტატიაში წარმოდგენილია რამოდენიმე უმარტივესი გამოცანა, რომელიც წესით ყველამ უნდა გამოიცნოს. პასუხები დაწერეთ კომენტარებში.


1.გაგეღვიძათ ერთ ოთახში, რომელსაც მხოლოდ ორი კარი აქვს (თქვენ არ გახსოვთ როგორ აღმოჩნდით აქ), თითოეულ კართან თითო კაცი დგას, ამ ორიდან ერთ-ერთი სულ ტყუილს იძახის, ხოლო მეორე ყოველთვის სიმართლეს, როგორც ზემოთ მოგახსენეთ ოთახს აქვს ორი კარი, ერთ-ერთ კარში შესვლისას თქვენ სამშვიდობოს გახვალთ, მეორე კარში თუ შეხვალთ დაიღუპებით, თქვენ არ იცით რა თქმაუნდა რომელი კარი რომელია, არც ის იცით რომელ კართან რომელი კაცი დგას. თქვენი მიზანია გაიგოთ: რომელ კარებში უნდა შეხვიდეთ იმისათვის რომ გადარჩეთ. თქვენი იარაღი არის მხოლოდ და მხოლოდ თქვენივე ინტელექტი, თქვენ გაქვთ მხოლოდ ერთი კითხვის დასმის უფლება, კითხვა რასაკვირველია უნდა დაუსვათ იმ ორ კაცს რომლებიც იცავენ კარებებს (კიდევ ერთხელ შეგახსენებთ თქვენ არ იცით რომელი კაცი რომელ კარებთან იმყოფება ან თუნდაც რომელი კაცი რომელია, ანუ რომელია მატყუარა და რომელი არა).


2.ერთ დღეს ნიკას ტესტი ჰქონდა მათემატიკაში და დედა შეჰპირდა, რომ თუ ის მიიღებდა 9 ან 10-ს დედა მას ტელეფონს უყიდდა, მაგრამ როდესაც ის სახლში დაბრუნდა დედას უთხრა, რომ მან 6 იანი მიიღო მაგრამ როდესაც ნიკამ ამის შემდეგ, რომ უთხრა რაგაცა გახარებულმა დედამ მას ტელეფონი უყიდა. რა უთხრა ნიკამ დედას?


3.ამ რაღაცას ადამიანი ყოვეელდღე იყენებს (არის ერთეული გამონაკლისებიც )ის 65 მეტრია სიგრძეში და სულ რაღაც 10 სანტიმეტრი სიგანეში. რა არის?



4. მამაშვილი მოხვდა ავარიაში, მამა ადგილზე გარდაიცვალა შვილი გადაიყვანეს საავადმყოფოში, პროფესორმა ოპერაცია გაუკეთა და ბოლოს თქვა ეს ჩემი შვილიაო! როგორ მოხდა ეს?


5.მეფეს ყავს დარაჯი. ერთ დღეს დარაჯს დაესიზმრა რომ მეფეს ტყეში სეირნობის დროს მოკლავდენ. დარაჯმა უთხრა ყველაფერი მეფეს. მეფემ იგი ჯერ დააჯილდოვა და მერე სამსახურიდან გააგდო . რატომ?


6..წვიმიან ამინდში ქალების უმრავლესობამ ზევით რომ აიხედოს, რას დაინახავს?


7. კაცი შევიდა ვიწრო გვირაბში. ხედავს, წინ ცეცხლია. მობრუნდა - უკან ცეცხლია. როგორ უშველოს თავს?

18
169
6-ს მოსწონს
ავტორი:ნინი_ნინჩო
ნინი_ნინჩო
169
  
2013, 5 ივლისი, 23:12
2.სხვა საგანში მიიღო 3 ან 4 და ჯამში 9 ან 10 მიიღო
3.ტუალეტის ქაღალდი
5. იმიტომ დაჯილდოცა რომ მეფის ტყეში მას მოკლავდნენ და არა თვითონ მეფეს და იმიტო გააგდო რო კარგი დარაჯი არ გამოდგა
6.ქოლგებს
7.მობრუნების დროს გზა უნდა გააგრძელოს იმიტომ რომ ცეცხლი უკანააა
2012, 31 დეკემბერი, 11:55
6 ის პასუხია:ქოლგას
2012, 31 დეკემბერი, 11:54
2ის პასუხი იქნება:6 მივიღე მაგრამ,ეს ნიშანი გადამიყვანსო?
2012, 31 დეკემბერი, 1:46
სწორი პასუხია - უნდა გამოიღვიძოს ))
2012, 31 დეკემბერი, 1:45
არც არაფერი,მაინც ესიზმრება:)))
2012, 31 დეკემბერი, 1:44
სიზმარი : კაცს ესიზმრება რომ ჩამოკიდულია მთაზე თოკით ცალი ხელით, მეორე ხელში აქვს დანა...რა უნდა გააკეთოს რომ გადარჩეს? )
2012, 31 დეკემბერი, 1:44
პირადში მოგწერე :))
2012, 31 დეკემბერი, 1:39
პირველი მაინტერესებს ძალიან:)))
2012, 31 დეკემბერი, 1:35
თან ორივე, მივხვდი რომ არ წაგიკითხავს ან ვერ :DD
2012, 31 დეკემბერი, 1:34
ააა დაწერილა უკვე კომენტარებში:)))
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10