x
მეტი
  • 10.05.2024
  • სტატია:134700
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508922
მართლმადიდებლობის ჭეშმარიტების დასტური - ღვთაებრივი ცეცხლი!
imageდიდ შაბათს იერუსალიმის ტაძარში მადლმოსილი ცეცხლის გადმოსვლა საკვირველი მტკიცებაა მართლმადიდებელი ეკლესიის ჭეშმარიტებისა და დიდებულებისა!
პირველი ცნობა მადლმოსილი ცეცხლის გადმოსვლის შესახებ IV საუკუნეში გვხვდება ევსები კესარიელის საეკლესიო მატიანეში. IV საუკუნეში ელენე დედოფალმა ააგებინა მაცხოვრის აღდგომის ტაძარი და იმავე წელს უფალმა მადლი – საღმრთო ცეცხლი გარდამოუვლინა მას. უკვე რამდენიმე საუკუნეა, საფლავს მართლმადიდებელი მღვდელმთავრები მეთვალყურეობენ და მადლმოსილი ცეცხლის მისაღებად უფლის საფლავთან დიდ შაბათს აუცილებლად მართლმადიდებელი პატრიარქი უნდა წარდგეს.
მღვდელ–მონაზონი იპოლიტე თავის მოგონებაში ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ცეცხლი გარდამოვალს ზეციდან მხოლოდ მართლმადიდებელთა კანდელზე მაშინაც კი, როდესაც გვერდით სხვა სარწმუნოების ეკლესიათა კანდელები დგას: სომხური, კათოლიკური, კოპტური.

XIX საუკუნის შუა წლებში წმიდა მიწა მოილოცა ათონელმა ბერმა პართენიმ, რომელიც აღწერდა დიდ შაბათს წმიდა ტაძარში არსებულ ვითარებას: „საზეიმო მწუხრის შემდეგ არაბებმა დაიწყეს ყვირილი და ტაძარში სირბილი. ვიკითხე, რას ყვირიან–მეთქი. ამიხსნეს, რომ ისინი აქებენ მართლმადიდებლურ სარწმუნოებას; კათოლიკეებს საყვედურობენ, რომ მადლი არა სწამთ; ხოლო სომხებს კიცხავენ, რომ სურდათ თვითონ მიეღოთ მადლი, უწმიდურებით კი აღივსნენ.“

აქ იგულისხმება ის შემთხვევა, რომელიც ქრისტეს საფლავთან მომხდარა: სომხებს გასჩენიათ პრიორიტეტის პრეტენზიები მადლმოსილი ცეცხლის მისაღებად. მათ მოისყიდეს მუსულმანი არაბი, რომლის მფლობელობაშიც იყო მაცხოვრის საფლავის ტაძარი. შეასწრეს ტაძარში მართლმადიდებელთა პატრიარქს, კარები გადარაზეს და დაიწყეს ლოცვა საღმრთო ცეცხლის მისაღებად. სომხები დიდხანს ელოდნენ სასწაულს, მათი სულიერი წინამძღოლი პატრიარქი ბეჯითად ლოცულობდა საფლავის წინ, მაგრამ გაუცრუვდა იმედები – ღვთაებრივი ცეცხლი არა და არ გადმოდიოდა. მართლმადიდებელი პატრიარქი მრევლითურთ გარეთ იდგა და ცრემლთაღვრით ლოცულობდა.

და აი, იმ დროს, როდესაც ტაძარში ჩაკეტილი სომხები უფლის ნიშს ელოდნენ, ანაზდად მოწმენდილ ცაზე დაიქუხა, ტაძრის მარმარილოს სვეტი გაიბზარა და მასზე გაჩენილი ნაპრალიდან ცეცხლი გადმოვიდა. სვეტიდან გამოტყორცნილი მადლმოსილი ცეცხლი აიტაცა მართლმადიდებელმა პატრიარქმა და ეს ცეცხლი გადასცა ყველა იქ მყოფს. აქ მოხდა მეორე არანაკლებ ღირსშესანიშნავი ამბავი: ერთმა თურქმა ოფიცერმა, სახელად ანვარმა, რომელიც თავის ჯარისკაცებთან ერთად სადარაჯოზე იდგა მახლობელი შენობის ზედა სართულზე, ცეცხლის გადმოსვლა რომ იხილა, გადმოეშვა მარმარილოს ფილებზე, ტაძრის შესასვლელის წინ და შესძახა: „ძლიერ არს ღმერთი ქრისტიანეთა, მე ქრისტიანი ვარ!“ ქვის იატაკზე ანვარს არაფერი დაშავებია, ხოლო მისი ფეხის კვალი დღემდე შემოინახეს ქვის ფილებმა. თურქებმა თავი მოკვეთეს ანვარს, ტანი კი დაწვეს. მოწამის ფერფლი, რომელმაც სისხლით მიიღო წმინდა ნათლობა, დაცულია ერთ–ერთ მონასტერში.
0
18
შეფასება არ არის
ავტორი:უბირია
უბირია
18
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0