x
მეტი
  • 21.05.2024
  • სტატია:134787
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509135
ცნობილი ადამიანების გამონათქვამები
image
1.კ.გამსახურდია-ცხოვრებაში რაც არ უნდა დიდი გახდე, გახსოვდეს რომ სულ პატარა დაიბადე.

2.ბერნანდ შოუ-ლოდინმა დაგღალა?წარმოიდგინე, რამდენად აუტანელი იქნებოდა, არაფერს რომ არ ელოდე.

3.დემოკრიტე-ნუ იქნები მეტად ტკბილი, რომ არავინ გადაგყლაპოს, და ნურც მეტად
მწარე, თორემ უკან გადმოგაფურთხებენ.

4.სტალინი-რატომ არ ვტირით მაშინ, როცა ყველაზე ძვირფას განძს-ახალგაზრდობას ვეთხოვებით? ნუთუ სიკვდილი უფრო საშინელებაა, ვიდრე ის რომ მშვენიერებისგან განძარცვულ შენს თავს უყურებდე.


5.მაო ძედუნი-როცა მთებში ვეფხვი არ არის, მეფე მაიმუნი ხდება.

6.უინსტონ ჩერჩილი-როცა არწივნი სდუმან, თუთიყუშები იწყებენ ყბედობას.

7.რალფ უალდო ემერსონი-ნუ წახვალ იქ სადაც გზა წაგიყვანს წადი იქ სადაც გზა არ არსებობს და დატოვე კვალი.

8.პაოლო კოელიო-როდესაც გვიყვარს ვცდილობთ უკეთესები გავხდეთ, და როდესაც ვცდილობთ იმაზე უკეთესები გავხდეთ ვიდრე ვართ, სამყაროც უკეთეობისაკენ იცვლება.

9.კონფუცი-გაცილებით ძნელია დახატო მამალი, ვიდრე ეშმაკი,
რადგან მამალი ყველას უნახავს და ეშმაკი – არავის!

10.კონფუცი-როდესაც ხვდები, რომ მიზანს ვერ აღწევ, ნუ შეცვლი
მიზნებს, შეცვალე ნაბიჯები!

11.მერლინ მონრო-ყველა კაცი ერთნაირია, და განსხვავებული სახეები იმიტომ აქვთ, რომ ქალებმა განასხვავონ.

12.ჩესტერტონი-სამყარო კი არ გახდა უარესი, უბრალოდ, მოვლენათა გაშუქება გაუმჯობესდა.

13.ჰემინგუეი-კლასიკური ნაწარმოები ის წიგნია, რომელსაც ხალხი აქებს, მაგრამ არ კითხულობს.

14.ფრანკლინი-ის, ვინც უსაფრთხოებისთვის სწირავს თავისუფლებას, არც თავისუფლების ღირსია და არ უსაფრთხოების.

15.შექსპირი- შეარჩიე მეგობრები, რადგან სიბრძნე და სიბრიყვე გადამდები ავადმყოფობასავითაა.

16.რასელი-ცხოვრება – ქალია, სანამ დათმობ, ბევრი უნდა იტანჯო.

17.მუჰამედ ალი-ბოქსი – როცა უამრავი თეთრკანიანი უყურებს როგორ ურტყამს ერთმანეთს ორი შავკანიანი.

18.მუჰამედ ალი-მე დავინახე როგორ ეჩხუბებოდა ჯორჯ ფორმენი ჩრდილს და ჩრდილმა მოიგო.

19.ჰექტორ ბერლიოზი-დრო ბრწყინვალე მასწავლებელია, მაგრამ სამწუხაროდ ის კლავს თავის მოსწავლეებს.

20.სალვადორ დალი-გიჟს და ჩემს შორის მხოლოდ ერთი სხვაობაა: გიჟს ჰგონია რომ ნორმალურია, მე კიდევ ვიცი რომ არ ვარ.

21.მარკ ტვენი-შევეცადოთ ისე ვიცხოვროთ, რომ როდესაც მოვკვდებით მესაფლავემაც დაგვიტიროს.

2
1584
4-ს მოსწონს
ავტორი:დათო1994
დათო1994
1584
  
2012, 13 დეკემბერი, 18:21
მართლა ძალიან კარგია,სტალინის სიტყვები მომეწონა
2012, 13 დეკემბერი, 13:12
ძალიან კარგია, თითქმის ყველა მაგრამ მაქედან ერთ-ერთს მაინც თუ დარგავ წესად შენ ჩხოვრებაში მაინც იქნება ფასეული ეს პოსტი
0 1 2