x
image
nukrichanturia
მძღოლი ქალბატონი იულიუს კეისარს ბაძავდა
image შვეიცარიის პოლიციამ ქალი მძღოლი დააკავა, რომელიც ლეგენდარული რომაელი იმპერატორის იულიუს კეისრის მსგავსად, ერთდროულად რამდენიმე საქმეს აკეთებდა.

მანქანის მართვის გარდა, ქალბატონი ნოუთბუქით სარგებლობდა და ამავე დროს მობილურ ტელეფონზეც საუბრობდა.

ავტომოყვარული ქალბატონი ვერაფრით ვერ მიხვდა, რით დაიმსახურა სამართალდამცავების ასეთი ყურადღება. ქალი დაბეჯითებით აცხადებს, რომ ვერ ხვდება, რაში ადანაშაულებს მას კანონი, რადგან მისივე თქმით, მანქანას მშვენივრად მართავდა.

სამართალდამცავებმა უცნაური ქალბატონი მას შემდეგ გააჩერეს, რაც ერთ-ერთმა პოლიციელმა შენიშნა, რომ მისი მანქანა ტრასაზე უცნაური ზიგზაგებით მოძრაობდა.


საბოლოოდ "კაბიან ცეზარს" ქვითარი გადასცეს, რომელიც მას სასამართლოში გამოცხადებას ავალდებულებს.

1
67
6-ს მოსწონს
ავტორი:nukrichanturia
nukrichanturia
67
  
2012, 9 დეკემბერი, 21:24
კაბიანი ცეზარი___ მომეწონა....
0 1 1