x
image
თავისუფალი თაობა
"თავისუფალი დემოკრატების" ყრილობას ბიძინა ივანიშვილი დაესწრო

image

თბილისში, „ექსპო ჯორჯიას” მესამე პავილიონში, პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ რიგით მეორე ყრილობა ჩატარდა.
ყრილობაზე ახალი თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი აირჩიეს.

ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ახალი თავმჯდომარის არჩევა ნიშნავს იმას, რომ პარტია ერთ ადამიანზე არ არის დამოკიდებული და ის სტრუქტურულად ძლიერი გაერთიანებაა.
„თავადაცვის მინისტრად და ვიცე-პრემიერად დანიშვნის შემდეგ, ირაკლი ალასანიას პარტიული მუშაობისთვის ნაკლები დრო რჩებოდა, მაგრამ მისი გადადგომის მიზეზი მხოლოდ ეს არ ყოფილა. ჩვენი პარტიის მთავარი ფილოსოფია იდეოლოგიური ერთობა და ძლიერი პარტიული სტრუქტურის შექმნაა. პარტია მხოლოდ ერთ ადამიანზე არ უნდა იყოს ჩამოკიდებული. დღეს დაგეგმილი საკადრო ცვლილება კი ამ იდეას გაამყარებს და გააძლიერებს, “ –აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

„თავისუფალი დემოკრატების“ ყრილობას პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე დავთ უსუფაშვილი და ხელისუფლების კიდევ სხვა რამდენიმე მაღალჩინოსანი დასწრნენ.
შორენა მირცხულავა

0
58
2-ს მოსწონს
ავტორი:თავისუფალი თაობა
თავისუფალი თაობა
58
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0