x
მეტი
  • 18.05.2024
  • სტატია:134733
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509059
კაცი რომელიც......
კაცი რომელიც...მანსარდაში მეზობლის კატა დილამდე ეხვეწა ღამეს: გათენდი მი_დი_ რრ_ აააუუუ!!!

გაჯიუტებული თერძივით ზამთარი ჯერ კიდევ სეზონურ ფერებში მოსავდა თბილისს და არ აპირებდა გრძელ ღამეებზე აბსოლიტურად არავისთან ჩივილს.

თავზე წაფარებული ბალიში ვეღარ აკავებდა ფისუნიას ვნებიან სერენადას და ყურს საშინლად მიღიზიანებდა!...

პარტიზანივი თ მუცელზე გაწოლილი ზამბარიან საწოლს "სანგრის " სიღრმეს ვუწუნებდი და ხშირი გვერდმონაცვლებით პოლიფონიური დისკომფორტის გამართლებას ვცდილობდი.


კატას ეროსი აფხიზლებდა; მე კი ჰიპნოსიც კი ვეღარ მაძინებდა ... ამ ყინვისგან გათანგულ ევროპაში, ვერონაც რომ უღიმღამოდ შეხვდა "ვალენტინობას" ___ მე მით უფრო არ მესიყვარულებოდა და შენ რა გჭირს ფისო?? ოხ, მარი! ნეტავ თუ ჩააბარა მეტყველების გამოცდა?! ალბათ გადაიტანდა... ჩემზე თუ გაიგებდა მთავარი როლი რომ მომცეს!?...

კედლის საათმა, ალბათ კატის გასაგონად, არსებულ დროზე თავისი აზრი ხმამაღლა დააფიქსირა და მეც უნებურად, ოდესღაც გაგონილი გამახსენდა______" ნუ ეცდები დროის მოკვლას დრო მოვა და თავად __მოგკლავს"....___ დრო უნიკალური რამაა ტოო!__გავიფიქრე! და დილადრიანი მიგნება რომ ტვინიდან არ გადამხტომოდა თავს ძალა დავატანე(ამ სიტყვების პირდაპირი მნიშვნელობით) იდაყვებით და ხელები კეფის ქვეშ შემოვიწყე, არგუმენტის ძიებაში. პოზა ფილოსოფიური გამოდგა... ფიქრებიც.._____ თვად დროს, დრო არ გააჩნია, ამიტომაცაა რომ არსად არ ეჩქარება და მით უფრო არსად აგვიანდება.... ყველაფერს ამქვეყნად თავისი დრო აქვს; მართლაც ასეა ძმაო ასე! დრო დროებით მობარებულს დროულადვე გამოგართმევს უკან იქნები შენ მეზობლის კატა; სარდაფის თაგვი ; შეშლილი თუ გენიოსი.... და ძილმორეულმა, ღამენათევმა ფილოსოფიამ მოკრძალებით დაამთქნარა ალბათ ახლაც დროულადვე....

ცხელი ყავის არომატი კუჭმა ხარბად შეიგრძნო სუნთქვა შეკრული ნესტოებიდან.. ენაჭარტალა საწოლს კიდევ ერთხელ გავუბრაზდი..ახლად დაუმძრახებული მეზობელივით ზურგი ვაქციე ნესტიან კედელს უყოყმანოდ და ფანჯარას ეჭვის თვალით გადავხედე!____ როგორც იქნა! ვერცხლისფრად გაღვიძებულმა მზემ ჩამოიარა სოლოლაკის, ღიპიანი თამადის ცერზე დაფერთხილი ყანწივით ვიწრო და მოგრეხილ ქუჩებში; ქონგურებიანი აივნების შეჭირხლულ რიკულებში და ჭერზე დაკიდებულ ყინულის ჩუჩხელებში, ყვითელი, ნიგოზივით ძაფზე ასხმულ წყლის წვეთებში თაფლის სანთელი აანთო სათითაოდ___ ახალი დღის იმედად!!!

ერთმანეთის მიყოლებით გაიზმორა ქალაქში ყველა საძინებელი... თითქმის ყველგან სათითად გაიმეორეს ფისოს ვნებიანი სადილაო ტექსტი წყვილებმა ( სამწუხაროდ ზოგგან მასავით ცალ ხმაში) _____ მიდი რააა!_ო.

ფარდა გავაფარე და სხეულში ჟრუანტელმა დამიარა_____ ის მრავლისმნახველი ფარდა გამახსენდა, დღეს საღამოს, ჩემს ნიჭიერებას განაჩენს რომ გამოუტანდა, უცერემონიოდ, მშვიდად და ალბათ სამუდამოდ.....

– __ რამაზ გილოცავთ!

– __ რამდენი წლის გახდი ბიჭო 20ის თუ 5-ის

– __ მაგრამ აი დღეს კი მართალი დაბადების დღე გაქვს!

29თებერვალია!....


მადლობა ოჯახო; ხო ალბათ20-ის, მაგრამ გამოუძინებელი ვარ და ხმის ამოღება მეზარება რააა! რომც ვთქვა მიზეზი არ დამიჯერებთ ___ მარიზე ფიქრს დააბრალებთ___ მაიცა, რაა კატაოო!!



– ___ ისაუზმებ შვილო???___ როგორც ყოველთვის, სამზარეულოს ზღურბლთანვე ვიგრძენი ბებიაჩემის მზრუნველობა და გავუღიმე თანხმობის ნიშნად. კუჭმა მსუბუქად "დაატერორა" მაგიდა და თვალხარბობის მსხვერპლნი დააგემოვნა:______ არა ძმაო რაა! აი მაგალითად ბებიაჩემის ნახელავს დრო...

– ___ ხოო მართლა, ფეხების ტკივილს კიდევ უჩივი ბებო?? აი ამ დღეებში წაგიყვან ექიმთან, დღეს მაპატიე, პრემიერა მაქვს ხომ იცი? თან დილიდანვე ვარ გასავლელი___ერთი ადამიანი უნდა მოვინახულო, უფრო სწორად __გენიოსი.. დედამ და მამა ერთმენეთს გადახედეს და უსიტყვოდ გაცვალეს ერთმანეთში ცნობისმოყვარეობა...

მარია ბებომ ლოცვა და კეთილი სურვილების ჩამონათვალი ამ დილასაც უკლებლივ გამაცნო __მადლობა ბეეებ!!.__ დღეს მართლაც მჭირდება წარმატება.. ბებომ ჩემი უთავბოლო თავშიშველობა კიდევ ერთხელ გააპროტესტა და ჩემს -1 გრადუსიან, გაყინულ ყურთასმენას, შალის ქუდის უპირატესობის მონოლოგიდან რეპლიკები სადარბაზოში დააწია...

სხვაგან არ ვიცი მაგრამ, თბილისში, სადარბაზოს კიბეები, კიდევ ერთი, ცალკე ფენომენია. აქ რაღაცნაირი მოკრძალებული ხდები, უფრო კულტურული, და კეკლუცი.. ყველას ესალმები, თან ეკითხები ___როგორ ხარ??_ო არადა ვის რაში აინტერესებს, სინამდვილეში ვინ როგორაა!! აი, მაგალითად მე___სულ მეშინოდა, პატარაბიდანვე: ვაიმე, ახლა, ვინმე არ გაჩერდეს და დეტალურად არ მომიყვეს, თუ როგორაა, რას გრძნობს ანდა რა უნდა__ თორემ გადავირევი, ნამდვილადთქო!... ალბათ ამიტომაცაა რომ კისრისტეხვით ჩამოვრბივარ ამ კიბეს უკვე თითქმის ორი ათეული წელია და მეზობლებს მხოლოდ___ ვესალმები..

აი სადარბაზოს კარიიიც_____ კლაპერბრდივითაა რაა, დედას გეფიცები ____ გაიჩხაკუნებს და "მატოოოორ"__ს კი ყოველ დილით ჩემი ხასიათი ჩამძახის ყურში.. ცხოვრება ხომ ყოველ დღე ახალი ჟანრის როლებს გიფრიალებს ცხვირწინ გამოცდილი მატადორივით..

კარს მიღმა კი გხვდება თბილისი____ შავ-თეთრი, უტყვი, მაგრამ კეთილი როგორც ჩაპლინის ფილმები...


სასაფლაოს კარმა მინორში გაიჟღრიალა! დროში გაჩერებული გრანიტის სამყარო___ თოვლში გარინდულიყო... წლებს შუა დასმული პატარა ტირე ის განაჩენია რომელიც გასაჩივრებას არ ექვემდებარება არსადღა, შეშლილი იყავ თუ გინდ გენიოსი... თეთრი კალების მშვენება, თოვლის სიქათქათემ დაუნანებლად ჩაყლაპა.. აქ არსად არაა წუთითაც დანდბა, ალბათ არც იქ იყო, სცენაზე...

– ____იუბილეს გილოცავთ ბატონო რამაზ, დაგვიანებისთვის ბოდიშს გიხდით.. მინდა გულწრფელად გითხრათ, იცით?? თქვენ ძლიერ, ძლიერ დააკლდით ჩვენს თბილის-ქალაქს!!!........


* * * * * * *

სპექტაკლის საღამო ოვაციური გამოდგა, ჩვეულებრივ თბილისური, ბოჰემური. თეატრის ფოიეში გადანაცვლებულ მაყურებელს სახლში წასვლა აზრადაც არ მოსდიოდა თავში. სპექტაკლმა მოგონებები გააცოცხლა, ჭიქა სასმელმა__ სათქმელი გაათამამა... გაიხსენეს ყველა, დროით თუ უდროდ წასული... და გასასვლელში, არც კი ვიცი, უკვე მერამდენედ ანდა ვისზე გავიგონე დანანებით _____ ვააახ, კაცი რომელიც დააკლდა თბილისს_ო!!!


ნაგვიაანევი სმს _იც გამოჩნდა....


გარეთ ზამთარი დამთბარიყო, სულში გაზაფხული მენთო!

ეჰეჰეეეეე_____ დღეს ჩემი დაბადების დღეა; თანაც ნამდვილი....



– ____ ტაქსიიი!!! __ ავლაბარში თუ შეიძლება! დიახ რამაზ, შეიძლება, დღეს შენთვის ყველაფერი შეიძლება__ ნება დამრთო გულის ბაგაბუგით ადრენალინმა....



გვიან, საღამოს კი მზემ თბილისი მოიარა, ისე ჩუმად თითქოს ფეხზე სოლოლაკის ქუჩებივით წვეტიანი ქალამნები ამოიცვაო და გაერიდა თებერვალს!...





ეძღვნება რამაზ ჩხიკვაძის ხსოვნას

29.02.12

ი. ნადაშვილი.


31
136
23-ს მოსწონს
ავტორი:ირინა ნადაშვილი
ირინა ნადაშვილი
136
  
2012, 26 დეკემბერი, 1:11
ძალიან ძალიან ძალიან კარგია :)
2012, 12 დეკემბერი, 20:46
:(
2012, 12 დეკემბერი, 20:43
სამწუხაროდ უკვე დააგვიანდა ამ სცენარს... თანაც ძალიან...:))))
2012, 12 დეკემბერი, 20:41
უფრო ზუსტად, დარწმუნებული ვარ, დაამტკიცებდნენ
2012, 12 დეკემბერი, 19:55
მეც მასე მგონია
2012, 12 დეკემბერი, 19:53
აქ დაბეჭდისას დამიკლდა ის 2 სიტყვა წერისას არა.... ეს დავწერე შარშან თი-ბი-სი ბანკს ჰქონდა კონკურსი გამოცხადებული დამწყებ და მოყვარულ "კინოშნიკებზე"... ყველა თვეზე უნდა დაგეწერა და ყველა თვეს თავისი ხელმძღვენელი ჰყავდა, ვინც დაგეხმარებოდა სცენარის ფილმად ქცევაში... მე თებერვალი ავირჩიე, გ.დოჩანაშვილი იყო ხელმძღვანელი და თუ არ ვცდები იური მეჩითოვი.. მაგრამ ეს მოხდა კონკურსის ბოლო დღეს , სულ ფაცა-ფუციით დავწერე და ჰოი საოცრებავ _____გინდ დაიჯერეთ გინდ არა_____ ვეღარ გავაგზავნე რიგ მიზეზთა გამო.... არადა რატომღაც მგონია რომ დამიმტკიცებდნენ...
2012, 12 დეკემბერი, 19:41
:)
2012, 12 დეკემბერი, 19:40
მადლობა ასეთი შეფასებისთვის ჩემთვის თქვენი შეფასება ძალიან მნიშვნელოვანია..... სამწუხაროდ აქ 2 სიტყვა დამიკლდა წერის დროს და ცუდია რომ ჩამატების საშუალება აღარ არსებობს შემდედ... არადა ,მეტად საჭირო 2 სიტყვა იყო... მგონია რომ ძალიან დააკლდა ისინი ტექსტს...
2012, 12 დეკემბერი, 19:35
უნდა დაუჯეროთ, ნამდვილად მასეა
2012, 12 დეკემბერი, 19:34
:))
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10