x
image
ტორნადო07
კბილის ჯაგრისი ბეჰემოთისთვის (+ბონუსი, რამოდენიმე საინტერესო ფაქტი)
ბუნებრივ პირობებში ბეჰემოთს კბილების წმენდა არ ესაჭიროებათ, რადგნა ამას პატარა თევზები აკეთებენ, მაგრამ ზოოპარკში სხვა სიტუაციაა. ამ როლს ზოოპარკის თანამშრომლები ასრულებენ. მოდით ვნახოთ, როგორ აკეთებენ ამას და თან რამოდენიმე ფაქტსაც შემოგთავაზეთ ამ უცნაური ცხოველის შესახებ.image

1)ბეჰემოთი 3-4 ტონას იწონის და დღეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ცხოველია დედამიწაზე.image

2)ბეჰემოთი ძირითადად ნელი ნაბიჯით მოძრაობს, მაგრამ შეუძლია განავითაროს 30 კმ/სთ სისწრაფე.image

3)სხვა ცხოველთან მისი არევა ძალიან რთულია. ბეჰემოთს მსუქანი დიდი სხეული და მოკლე ფეხები აქვს.image


4)უზარმაზარი თავი მთელი წონის მეოთხედს იჭერს (900 კგ), ხოლო პროფილში მართკუთხედის ფორმა აქვს.image

5)ამ ცხოველის უნიკალური თვისებაა პირის 150 გრადუსზე გაღება.

6)ჰიპოპოტამს ძლიერი ხმა აქვს (110 დეციბელი) და მისი ღრიალი ასეულობით მეტრზე ისმის.image

7)გარეგნულად კეთილი ცხოველის შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ აფრიკაში ადამიანისათვის ერთ-ერთი ყველაზე საშიში ცხოველია. მათ მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირეს ვიდრე ლომებმა, ლეოპარდებმა, ნიანგებმა და სხვა აფრიკულმა მტაცებლებმა.image

8)ბუნებრივ პირობებში ბეჰემოთს მტერი არ ჰყავს. მას თავისუფლად შეუძლია დაგლიჯოს 3 მეტრიანი ნიანგი.

0
63
12-ს მოსწონს
ავტორი:ტორნადო07
ტორნადო07
63
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0