x
მეტი
  • 21.05.2024
  • სტატია:134783
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509135
როგორ აღვიდგინოთ ცხოვრებისეული ბალანსი?
imageბოლო დროს სადაც არ უნდა გაიხედოთ ყველგან სამოტივაციო ციტატებს შეხვდებით. "ცხოვრება მიდის და ჯერ მილიონერი არ ხარ? ახლავე დაიწყე", "წარმატების საწინდარი მხოლოდ დაუღალავი შრომაა" და მსგავსი სხვა. ბუნებრივია, რომ ესეთი თეზისები ჩვენს გონებაში ილექებს და ადამიანი იწყებს სრულ ფოკუსირებას სამუშაოზე, ეს ხომ წარმატების მიღწევის საწინდარია. მაგრამ სინამდვილეში ეს ასეა?

ხშირად ადამიანი სამუშაოს უდგება ასეთნაირად: "აი ეხლა უნდა ვუწვალო, ვიმუშაო და მერე დავისვენებ". ზოგიერთის ცხოვრებაში ასეც ხდება, მაგრამ უმრავლესობის ცხოვრებაში არაფერი იცვლება. რატომ არის საშიში სამუშაოსადმი ასეთი მოდგომა? ადამიანის ცხოვრებაში ქრება ბალანსი. ადამიანს ჰყავს ოჯახი, მაგრამ ყურადღებას საერთოდ არ უთმობს. მას აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, მაგრამ საერთოდ არ ჰყოფნის დრო, რომ მათ მიხედოს და ასე შემდეგ. ყველაფერი შემდეგ, ცხოვრება გადადის მეორე პლანზე.

როგორ აღმოვაჩინოთ პრობლემა? ზოგჯერ იმის აღიარება, რომ რაღაც ცუდად მიდის საკმაოდ რთულია. ადამიანი იმდენად არის გადართული სამუშაოზე, რომ აშკარა ფაქტებსაც ვერ ამჩნევს.

ყოველთვის შეიძლება გაჩერდეთ და შეხედოთ თქვენს ცხოვრებას სხვა თვალით. დაუსვით კითხვა საკუთარ თავს: "ბოლოს და ბოლოს რატომ ინგრევა ჩემი ცხოვრება?"image


მოვიყვანოთ ამ ავადმყოფობისათვის დამახასიათებელი რამოდენიმე თვისება:

1)თქვენ ძალიან დიდ დროს უთმობთ თქვენი ცხოვრების რომელიმე კონკრეტულ სფეროს და სრულ იგნორირებას უკეთებთ სხვა სფეროებს.

2)მუშაობს დღეში 10 საათზე მეტს დასვენებების გარეშე.

3)თქვენი შვილები, მეუღლე, ოჯახი, მეგობრები ძალიან რთულად ხვდებიან თქვენს გრაფიკში.

4)თქვენი ჯანმრთელობა უარესდება, მაგრამ სპორტისათვის დრო არ გაქვთ.

5)ამჩნევთ, რომ კარგავთ გარემომცველ სამყაროში ორიენტირების უნარს. რთულად იხსენებთ რა რიცხვია დღეს ან რა ჭამეთ საუზმეზე.


როგორ აღვადგინოთ ბალანსი?


1)მოუსმინეთ ხალხს: მართალია თქვენს მეუღლეს არ ესმის რა არის PHP, ხოლო სხვები ვერ არჩევენ მყარ დისკს პროცესორისგან, მაგრამ ზოგჯერ საჭიროა მოუსმინოთ მათ. მოისმინეთ რას ფიქრობენ თქვენი მეგობრები და ოჯახის წევრები თქვენი ცხოვრების წესზე და იმსჯელეთ პრობლემების გადაჭრის გზებზე.


2)შეაფასეთ მიზნის და რისკის მნიშვნელობა: მზად ხართ გარისკოთ ოჯახით და ჯანმრთელობით მიზნის მიღწევისათვის? როდესაც თქვენ მთლიან სურათს დაინახავთ შეეცდებით ბალანსი დაიბრუნოთ.


3)შეცვალეთ "ხედვის წერტილი": შეხედეთ საკუთარ თავს სხვა ადამიანის თვალით. რას გრძნობს თქვენი მეუღლე როდესაც სულ მუშაობთ? არ გამოდის? მაშინ შეცვალეთ როლები. მიხედეთ ბავშვებს და მოამზადეთ ვახშამი, როდესაც თქვენი მეუღლე საკუთარ საქმეებს მიხედავს. თქვენ მიხვდებით რას გრძნობს სხვა ადამიანი და უფრო გაგიმარტივდებათ ბალანსის მიღწევა.


4)გამოყავით დრო სხვა საქმიანობებისთვისაც: თქვენი ცხოვრება მხოლოდ სამუშაოს არ უნდა ეძღვნებოდეს, აუცილებელია მასში სხვა საქმიანობებიც ერიოს. დარწმუნდით, რომ უთმობთ გარკვეულ დროს ოჯახს, საკუთარ თავს და მეგობრებს. ამ გზით თქვენ დააბალანსებთ ცხოვრებას და თავს უკეთ იგრძნობთ.


5)აქციეთ თქვენი გრაფიკი ხილულ ობიექტად: მას შემდეგ რაც ახალ გრაფიკს შეადგენთ დაწერეთ ფურცელზე და დაკიდეთ გამოსაჩენ ადგილას. ამრიგად ყველა დაინახავს, როდეს ხართ მათთვის თავისუფალი და თავს ბევრ კონფლიქტს ააცილებთ.


დასკვნა: როდესაც თქვენ ძალიან დიდ დროს უთმობთ ცხოვრების რომელიმე კონკრეტულ სფეროს შედეგი კატასტროფულია. როდესაც ცხოვრება დაბალანსებულია თქვენ ბედნიერი ხართ და შესაბამისად უფრო პროდუქტიულიც. როდესაც მხოლოდ ერთი სფერო გშთანთქავთ არაფერი გამოდის და მიღწეული მიზანიც აზრს კარგავს.



0
92
6-ს მოსწონს
ავტორი:ტორნადო07
ტორნადო07
92
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0