x
image
არსენალი
ადებაიორის ბოდიში "ტოტენჰემს"

image"ტოტენჰემის" ტოგოელმა ფორვარდმა ემანუელ ადებაიორმა ბოდიში მოიხადა წითელი ბარათისთვის.
როგორც მოგეხსენებათ გუშინდელ მატჩში სადაც "არსენალი" და "ტოტენჰემი" უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს მატჩის დებიუტში მე 18 ე წუთზე სტუმრების ტოგოელმა ფორვარდმა ემანუელ ადებაიორმა წითელი ბარათი მიიღო.

ტოგოელის გაძევებას ფაქტიურად ის მოყვა, რაც მატჩის შედეგზე აისახა. "არსენალმა" 10 კაციანი "ტოტენჰემის" წინააღმდეგ სრული უპირატესობა ჩაიგდო ხელში და იოლადაც მიაღწია გამარჯვებას.

ემანუელ ადებაიორმა მატჩისშემდგომი კომენტარი გააკეთა სადაც ბოდიში მოუხადა "ტოტენჰემის" ყველა გულშემატკივარს.

"ყველას ბოდიშს ვუხდი ჩემი წითელი ბარათის გამო, ვიცი ჩემმა გაძევებამ გამოიწვია, ის რაც შედეგზე აისახა. მე კიდევ ერთხელ ვუხდი ბოდიშს ფეხბურთელებს, მწვრთნელებს და გულშემატკივრებს.", - აცხადებს ემანუელ ადებაიორი SkySports თან ინტერვიუში.

0
4
შეფასება არ არის
ავტორი:არსენალი
არსენალი
4
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0