x
მეტი
  • 21.05.2024
  • სტატია:134787
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509135
5 ნაბიჯი ოპტიმიზმისაკენ.

image- ოპტიმისტების საზოგადოებაში ყოფნა ყველას გვსიამოვნებს, მათი მსოფლმხედველობა გვამხნევებს და გვაიმედებს.
-შესაძლებელია თუ არა, თავად გავხდეთ მათნაირი-მხიარული და ხალისიანები?
-შეგიძლიათ ახლავე დაიწყოთ.გთავაზობთ ადვილად მისაწვდომ და გასართობ მეთოდიკას, რომელიც დაგეხმარებათ, ''თავგამოდებული ოპტიმისტი გახდეთ.
- ახლა კი მიჰყევით მითითებებს.
1)მადლიერების გრძნობა ხშირად განიცადეთ.სწორედ ეს გრძნობა ახდენს უდიდეს გავლენას ჩვენს აზროვნებასა და ხედვაზე.ყველაზე უმნიშვნელო წვრილმანების მიმართ მადლიერების გამოხატვით თავს უკეთესად იგრძნობთ.ეს ასევე ყურადღების ფოკუსს დადებითი მიმართულებით ცვლის.

2)გაიხარეთ აქ და ახლავე! - ნუ დაელოდებით განსაზღვრულ მომენტს ან გარემოებების შეცვლას, რათა თავი უფრო ბედნიერად იგრძნოთ.
ეს შეგრძნებები ჩვენს თავში იბადება, ამიტომ თავს უხარით, რომ ამ წუთიდან ოპტიმიზმით აღსავსე ხართ.

3)პრობლემები შესაძლებლობებით შეცვალეთ.როდესაც ტვინში ვგზავნით სიგნალს იმის შესახებ, რომ პრობლემა გვაქვს, ვცხოვრობთ განცდით ''ცხოვრება ისე არ ეწყობა, როგორც წარმომედგინა''.ასეთ უარყოფით განწყობაზე ბევრი ენერგია მიდის, რომელიც შეიზლება სხვა კალაპოტისაკენ მივმართოტ.იმის მაგივრად, რომ დაკეტილ კარზე აკაკუნოთ, თქვენი რესურსები ახალი შესაძლებლობის საძიებლად გამოიყენეთ.

4)ცხოვრებით დატკბით.სიამოვნებას ვიღებთ მოგზაურობიდან, შვებულებიდან.ამ დროს რაღაც ამაღლებულსა და სასიამოვნოს მოლოდინში წინასწარ ვტკბებით.ეს შეგრძნება გაამყარეთ, დააფიქსირეთ და ცხოვრებაში ყველაზე დიდი და ამაღელვებელი თავგადასავლისთვის გამოიყენეთ.

5)დღე პოზიტიური ნოტებით დაიწყეთ.ყოველ დილით, რამდენიმე წუთის განმავლობაში გულისყური დადებით ემოციებზე მოიკრიბეთ.იფიქრეთ ადამიანებსა და მოვლენებზე, რომლებიც სიხარულს განიჭებენ.ეცადეთ ეს ტკბობა დააფიქსიროთ და მთელი დღის განმავლობაში შინაგანად მას დაუბრუნდეთ.

2
38
9-ს მოსწონს
ავტორი:პრომეთე
პრომეთე
38
  
2012, 11 ნოემბერი, 1:23
всегда рад
2012, 11 ნოემბერი, 1:22
კარგია რჩევებია...გმადლობ
0 1 2