x
image
ferara
ყველაზე ერთგული წყვილი მსოფლიოში

imageგინესის რეკორდის წიგნში მოხვდა საოცარი წყვილი - 107 წლის კარამი და მისი 100 წლის მეუღლე კატარი ჩანდი, რომლებიც 87 წელია რაც დაქორწინდნენ და ერთად ცხოვრობენ. თავიდან ისინი ინდოეთში ცხოვრობდნენ, ხოლო მერე ინგლისში გადმოსასხლდნენ ქალაქ ბრედფორდში. გინესის რეკორდის წარმომადგენლებმა, იმიტომ აღიარეს ეს წყვილი, რომ ესენი არიან ყველაზე ერთგული და ყველაზე ხანგრძლივად ცხოვრობენ ერთად. მათ ყავს 8 შვილი და 28 შვილიშვილი. 87 წლის ოჯახური ცხოვრების მანძილზე მათ გაიგეს საიდუმლო, თუ როგორ უნდა შეინარჩუნო ოჯახი და როგორ იცხოვრო ბედნიერად დიდი ხნის მანძილზე. ეს წყვილი ამტკიცებს რომ სიცილი და ერთმანეთისადმი ყურადღება არის გასაღები ბედნიერი ოჯახის შესაქმნელად. კარიმმა პირდაპირ თქვა, რომ "ჩემი ფოკუსი არის ის, რომ მე ყოველთვის ვამხიარულებ ჩემს მეუღლეს, მე მიყვარს მისთვის ანეკდტების მოყოლა და ყოველთვის ვცდილობ, რომ ჩემმა ცოლმა გაიღიმოს, ვიყო სასაცილო - ეს არის ჩემი მეთოდი ვიყო რომანტიული". გარდა მაგისა, ის თვლის აუცილებლად დიდი დრო უნდა გაატარო ცოლთან ერთად, იყო პატიოსანი, მართალი, უნდა უსმინო და ეცადო გაუგო, ყოველთვის გვერდში ამოუდგე და რაც მთავარია უნდა გიყვარდეთ ერთმანეთი. არანაკლებ მნისვნელოვანი არის კიდევ, რომ ისწავლო ერთმანეთან შერიგება და ყოველ წვრილმანზე არ უნდა გაღიზიანდე. კარამმა განაცხადა, რომ მას ძალიან უყვარს თავისი ცოლი და კიდევ სურს 80 წელი თავის ცოლთან ერთად ცხოვრება. ეს ცოლ-ქმარი ვეგეტარიანელები არიან და ძალიან ყურადღებით უვლიან საკუთარ თავს და ჯამრთელობას, რაც ეხმარებათ მათ ცხოვრებაში.

imageimage

5
203
12-ს მოსწონს
ავტორი:ferara
ferara
203
  
2012, 7 ნოემბერი, 18:55
ძაან მაგარი :)))
2012, 7 ნოემბერი, 18:51
აი ხალხი :D
2012, 6 ნოემბერი, 23:39
ნამდვილად :)
2012, 6 ნოემბერი, 23:28
კიდევ დიდხანს იციცხლონ და დატჯბნენ ერთმანეტის ცქერით
2012, 6 ნოემბერი, 19:52
ნამდვილი სიყვარული!
0 1 5