x
მეტი
  • 17.05.2024
  • სტატია:134727
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509039
ბიზნესის მართვის წესები მარკ ცუკერბერგისგან
imageFacebook-ის დამფუძნებელი საუბრობს პროგრამისტებზე, იდეებზე, რისკებზე და ფულზე. საინტერესოა ახალგაზრდა მილიარდერის ხედვა იმის შესახებ თუ როგორ უნდა მართო ბიზნესი.

1)მე არასოდეს ვფიქრობდი, რომ Facebook უნდა იყოს "საკაიფო", ის უნდა იყოს სასარგებლო.

2)სოციალური ქსელი ეს არ არის მეგობრობის ალტერნატივა, ეს მისი გაგრძელებაა.

3)ფილმში "სოციალური ქსელი" ყველაფერი ისე არ არის, როგორც იყო... ჩვენ უბრალოდ ვიჯექით და 6 წლის განმავლობაში კოდებს ვწერდით.


4)ბიზნესში მთავარია კონცენტრაცია მოახდინო რაიმე მნიშვნელოვანის შექმნაზე.

5)თუ ადამიანს აქვს ტვინი მას არ აქვს მორალური უფლება, რომ საკუთარი თავისთვის არ იმუშაოს და დროის უმეტესი ნაწილი თავის დამსაქმებელს დაახარჯოს.

6)ჩვენ არ მოგვწონს რეკლამა, მაგრამ ის გვაძლევს საშუალებას გადასახადები გადავიხადოთ.

7)Facebook უფრო სამთავრობო ორგანიზაციას ჰგავს ვიდრე ჩვეულებრივ კომპანიას, ჩვენ სხვებთან შედარებით უფრო მეტ დროს ვუთმობთ შიდა პოლიტიკაზე ფიქრს.

8)ჩვენ ყველა ადამიანს მივეცით ხმის უფლება. ე.ი მივეცით მას ძალაუფლება.

9)მე არ მინდა, რომ Facebook იყოს მხოლოდ ამერიკული კომპანია და უწევდეს პროპაგანდას მხოლოდ ამერიკულ ღირებულებებს. მე დიდ დროს ვუთმობ სხვა ერების შესწავლას და ვცხილობ მოვარგო Facebook მათ მოთხოვნილებებს.

10)ენა იდეის გადმოცემის საუკეთესო ხერხი არ არის.

11)მე ვცდილობ შესაძლებელის საზღვრებს გარეთ გავიდე.

12)მე მჭირდება სერვერები ისევე, როგორც საკვები, მაგრამ მე თუ შემიძლია საკვების გარეშე რაღაც პერიოდი გავძლო, საიტი სერვერების გარეშე დაიღუპება.

13)Facebook უდიდესი გამოცდილებაა, მე უბრალოდ გამიმართლა, მაგრამ ვნანობ, რომ არ დავამთავრე სწავლა კოლეჯში.

14)ბევრი ქმნის კომპანიას და არ იცის თუ რა უნდა გააკეთოს ამ კომპანიამ. ნუთუ ასე შეიძლება მოქცევა? ჯერ საჭიროა ჩამოაყალიბოთ იდეა თუ რა უნდა შესთავაზოთ მსოფლიოს.

15)როდესაც შენ ქმნი კომპანიას ის უნდა ეფუძნებოდეს შენს რწმენას.

16)როდესაც ქმნი კომპანიას უნდა გქონდეს ორი რამ. პირველი: იდეა და მეორე: ამ იდეების რეალიზების საშუალება.

17)ალბათ აღარასოდეს მომივა Facebook-ის მსგავსი იდეა.

18)ყველაზე დიდი რისკია ყველა რისკზე უარის თქმა.

19)მე მუდამ ვფიქრობ იმაზე თუ როგორ გავზარდო და გავაძლიერო ჩემი ბიზნესი.

20)მე ვგავარ ადამიანს ვისაც ფული ესაჭიროება? არასოდეს მიფიქრია კომპანიის გაყიდვაზე.

1
101
5-ს მოსწონს
ავტორი:ტორნადო07
ტორნადო07
101
  
2012, 6 ნოემბერი, 18:37
1111111111111
0 1 1