x
მეტი
  • 07.05.2024
  • სტატია:134648
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508850
თეთრი დათვი

თეთრი დათვი ხმელეთზე მობინადრე მტაცებელთა რიგის ყველაზე დიდი ძუძუმწოვარია. ზრდასრული მამრების სხეულის სიგრძე 3 მეტრამდეა, ხოლო წონა - 800 კილოგრამამდე. თუ ამხელა მასა უკანა თათებზე წამოდგა, დამეთანხმებით, საკმაოდ შთამბეჭდავი სანახაობა იქნება. თუმცა გრძელი და მოძრავი კისერის გამო ამ ცხოველის სხეულის აგებულებაში მასიურობასთან ერთად ზოგიერთი დეტალი ნამდვილად არადათვისებურია. იგი მაღალ, მაგრამ მძლავრ, მსხვილ კიდურებზე დგას. შემოსილია ძალიან ხშირი და გრძელი ბეწვით, განსაკუთრებით მუცელთან. ფერად თეთრია, ზურგის გაყოლებით მოყვითალო - ოქროსფერი ელვარებით. თეთრი დათვი ფართო არეალშია განსახლებული, რომელიც მოიცავს ყინულოვანი ოკეანის სანაპიროს, კუნძულებს და მოდრეიფე ყინულებს, ანუ მთელ სივრცეს პოლუსის გარშემო. ამ უზარმაზარ ტერიტორიაზე საბინადრო პირობები, რა თქმა უნდა, არაერთგვაროვანია და რამდენიმე მონაკვეთის გამოყოფა შეიძლება. ბუნებრივი პირობებით ყველაზე მკაცრი - მაღალი განედების მოდრეიფე ყინულებია. აქ დათვები ზაფხულის პერიოდში ხვდებიან და მათი რიცხოვნობა სხვა ადგილებთან შედარებით მცირეა. გაცილებით უკეთესია - ცენტრალური არქტიკის ყინულის საფარველის პერიფერიული ნაწილი, რომელიც მთელ ყინულოვან ოკეანეს აკრავს.

ცხადია ასეთ მსხვილ მტაცებელს ძალიან უჭირს ადამიანის სიახლოვეს არსებობა და არც ადამიანისთვისაა სასიამოვნო მასთან მეზობლობა. ამიტომ ამჟამად უპირველესი საზრუნავი მათი შესაძლო კონტაქტების თავიდან აცილებაა, ამის მისაღწევად კი ერთადერთი გზა ნაკრძალების და აღკვეთილების ფართო ქსელის შექმნა და ორგანიზებაა.image
imageimage

3
2819
3-ს მოსწონს
ავტორი:nukrichanturia
nukrichanturia
2819
  
2012, 19 ოქტომბერი, 15:06
მადლობა
2012, 19 ოქტომბერი, 15:05
+++
2012, 19 ოქტომბერი, 15:03
++++++++++
0 1 3