x
მეტი
  • 03.06.2024
  • სტატია:135073
  • ვიდეო:351974
  • სურათი:509424
სიკვდილი სპორტულ შეჯიბრზე, ბოდიბილდინგი საშიშია ჯანმრთელობისთვის

image
ბოდიბილდინგს ათწლეულებია ათასობით მიმდევარი ყავს, სამწუხაროდ სპორტის ამ სახეობაში მარტო ვარჯიშით წარმატებას ვერ მიაღწევ, შესაბამისად სპორცმენები იღებენ სპეციალურ საშუალებებს ჰორმონების სახით, რაც კუნთოვანი მასის მკვეთრ მომატებას იწვევს.


კუნთოვანი მასის პარალელურად იზრდება სპორცმენის ორგანიზმზე დატვირთვა, ორგანიზმის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოებს გაათმაგებული ძალით უწევს მუშაობა, რასაც ორგანიზმი ვერ უძლებს და შესაბამისად უშუალოდ ვარჯიშის დროს ან შეჯიბრებაზე სპორცმენებს გული ღალატობთ ან თავის ტვინში სისხლჩაქცევით იღუპებიან.

მე პრაქტიკოსი მედიკოსების აზრს მოგახსენებთ და არა მხოლოდ ჩემს აზრს.
გახსოვთ ალბათ ლეგენდარული არნოლდ შვარცნეგერი, რომელიც ბევრჯერ იყო მსოფლიო ჩემპიონი ბოდიბილდინგში, მერე მსახიობობას მიჰყო ხელი, საიდანაც პოლიტიკაში წავიდა და კალიფორნიის შტატის გუბერნატორი გახდა.


სწორედ ამ ლეგენდარულ ბოდიბილდეს ოხჯერ დაემართა გულის ინფარქტი, რის გამოც გულზე ქირურგიული ჩარევა დასჭირდა და დღეს ბოდიბილდინგს ჩამოშორებული მშობლიურ ქალაქში ველოსიპედით დასეირნობს დილა-საღამოს.

სტატისტიკურადაც საკმაოდ დიდია იმ ბოდიბილდერი სპორცმენების რიცხვი, ვისაც გულმა ან ზოგადად ჯანმრთელობამ უღალატა და ფატალურად დაამთავრა სიცოცხლე.

ამ დღეებში რუსეთის ქალაქ ტიუმენში ტარდებოდა ძალისმიერი სპორტის სახეობებში შეჯიბრი, სპორტულ ფესტივალს რომელსაც "ძლიერი ტიუმენი" დაარქვეს, მონაწილეობას ღებულობდა ძალოვანი სპორტის მიმდევრები რუსეთის რეგიონებიდან. ერთერთი მათგანი რუსეთის საგანგებო სიტუაციები სამინისტროს თანამშრომელი მაშველი მიხაილ პოტანინი არაერთხელ იყო ტიუმენის ოლქის ჩემპიონი ბოდიბილდინგში და ძალისმიერ სპორტში.


ამჯერად მისმა გულმა გადაძაბვას ვერ გაუძლო და მას შემდეგ, რაც შეჯიბრის გათვალისწინებული დავალება შეასრულა, დაბარბაცდა და წაიქცა. იქვე მყოფმა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სცადა მისი დახმარება, მაგრამ სპორცმენი უკვე გარდაცვლილი იყო გულის ინფარქტით.


0
131
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
131