x
მეტი
  • 03.06.2024
  • სტატია:135078
  • ვიდეო:351974
  • სურათი:509427
ამ გამოცანების ამოსახსნელად, მხოლოდ ყურადღებაა საჭირო (პასუხები აქვს)

ეს, ინტელექტის განვითარებისთვის, საბავშვო გამოცანებია, ყოველგვარი ხრიკების გარეშე. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ყველა გამოცანაზე სწორი პასუხის გაცემა, უფროსებსაც კი უჭირთ. მინიშნების სახით კი, მხოლოდ იმას გეტყვით, რომ არ იჩქაროთ, — ყველაფერი ისე არ არის, როგორც ერთი შეხედვით ჩანს...


I. მონაწილეობთ სირბილის შეჯიბრში, გადაასწარით მორბენალს, რომელიც ბოლო ადგილზე იყო. ამის შემდეგ, რომელ პოზიციაზე იქნებით?
ა) ბოლოს წინა პოზიციაზე.
ბ) პოზიციის განსაზღვრა, იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ ცნობილია შეჯიბრში მონაწილეთა რაოდენობა.

გ) სრული უაზრობაა.


II. რამდენი ოთხკუთხედია სურათზე?


image


III. რამდენჯერ გაიზრდება სამნიშნა რიცხვი, თუ მას გვერდით, იგივე სამნიშნა რიცხვს მივუწერთ?


IV. თუ ღამის 12 საათზე წვიმა მოდის, შეიძლება იმის ვარაუდი, რომ 72 საათის შემდეგ, მზიანი ამინდი იქნება?


V. მზის საათებს, ნებისმიერ საათთან შედარებით, ყველაზე ნაკლები მოძრავი ნაწილები აქვს. დაასახელეთ საათი, ყველაზე მეტი მოძრავი ნაწილით.


VI. თქვენ იმყოფებით გაჩერებული გემის კაიუტაში. შუა ღამეს, თქვენს ილუმინატორს და წყალს შორის დაშორება – 4 მ. იყო. მოქცევის დაწყების დროს, წყლის დონე, 1 სთ–ში – ნახევარი მეტრით მატულობს. მაგრამ, ყოველ მომდევნო საათში, მოქცევის სიჩქარე 2–ჯერ იზრდება. რა დრო დასჭირდება წყალს, თქვენს ილუმინატორამდე ამოსასვლელად?


VII. ექიმმა პაციენტს 3 აბი გამოუწერა და უთხრა, რომ ყოველ ნახევარ საათში მიეღო. რამდენი დრო დასჭირდება აბების მიღებას?


VIII. კაცმა მდინარის ერთი ნაპირიდან მეორეზე, ნავით მგელი, თხა და კომბოსტო უნდა გადაიტანოს. მაგრამ, მისი ადგილის გარდა, ნავში კიდევ ერთი ადგილია. კაცის თანდასწრებით, მგელი თხას და თხა კომბოსტოს არ ჭამს. ხოლო, თვალს რომ მოეფაროს, თხა კომბოსტოს შეჭამს, თუ მანამდე, ის მგელმა არ შეჭამა.

რა უნდა გააკეთოს კაცმა, რომ საკუთარი ტვირთი, დანაკარგის გარეშე, ერთი ნაპირიდან – მეორეზე გადაიტანოს?


IX. ფოტოზე, აქლემების ქვეშ, გაურკვეველი თეთრი ლაქებია. რა არის?


image


X. ამოხსენით განტოლება:


image


imageპასუხები:


I. არ შეიძლება ბოლო მონაწილეს გასწრება, ანუ სწორი პასუხია – გ.


II. 8 ოთხკუთხედია და ქვემოთ მოცემულ სურათზე, წითელი ფერით არის გამოყოფილი.



image


III. 1001–ჯერ. მაგ., 123–ს თუ იგივე რიცხვს მივუწერთ, – 123123 გახდება. ერთს მეორეზე თუ გავყოფთ, 1001 მივიღებთ... და ასე იქნება, ნებისმიერი სამნიშნა რიცხვის შემთხვევაში.


IV. ერთმნიშვნელოვნად, — არა! თუ ღამის 12 საათია, 72 საათის შემდეგ (ეს სამი დღე–ღამეა), ისევ ღამე იქნება. შუაღამისას კი, მზიანი ამინდი ვერანაირად იქნება.


V. მზის საათს საერთოდ არა აქვს მოძრავი ნაწილები, ყველაზე მეტი მოძრავი ნაწილი კი, — ქვიშის საათშია.


VI. წყალი ილუმინატორს ვერასდროს მისწვდება, რადგან გემი ზევით, წყალთან ერთად იწევა.


image


VII. სამი აბის მისაღებად, ნახევარსაათიანი ინტერვალებით, 1 საათი იქნება საჭირო.


VIII. ჯერ უნდა გადაიყვანოს თხა, რადგან მგელი კომბოსტოს არა ჭამს. შემდეგ, გადაიტანოს კომბოსტო და უკანა გზაზე, თხა წამოიყვანოს. შემდეგ, გადაიყვანოს მგელი, დატოვოს ის კომბოსტოსთან და წავიდეს თხის გადმოსაყვანად.


IX. სწორედ თეთრი ლაქებია აქლემები. ხოლო, შავი სილუეტები, რომელიც ფოტოზე ჩანს – მათი ჩრდილებია. უბრალოდ, ფოტო ზემოდან არის გადაღებული.


image


X. სწორი პასუხია – 14 (ანანასი = 2, ყურძნის 1 მტევანი = 7, ხოლო ვაშლი = 5).


image

არხის სხვა სიახლეები:


* 3 საშინელი საიდუმლო, რომელიც ჯერ–ჯერობით ამოუხსნელია

* ვარსკვლავების 10 ყველაზე "ცეცხლოვანი" ცეკვა კინოში

* მისი წინასწარმეტყველება საზოგადოებას შოკში აგდებს – 10 უკვე ახდა... კიდევ რას უნდა ველოდოთ?

* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?



0
311
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
311
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0