x
image
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
როგორ უნდა მოიქცეთ თუკი რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის დემონსტრანტი, შსს-მ დაკითხვაზე დაგიბარა - ადვოკატის რჩევები


imageფოტო: Ezz Gaber | თბილისი 15.05.2024 | საპროტესტო აქცია "არა რუსულ კანონს"



რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის დემონსტრანტებს შსს აქტიურად იბარებს დაკითხვებზე. ადვოკატი ბექა ბასილაია იურიდიულ რჩევებს აქვეყნებს, მათთვის ვისაც დაიბარებენ დაკითხვაზე:



"შსს-მ მასიურად დაიწყო დაკითხვებზე დემონსტრანტების დაბარება, რაც ემსახურება, როგორც დაშინებას, ისე “ჩვენ აქ ვართ რომ იცოდეთ" პოზიციის ხაზგასმას - მხოლოდ კი არ დაგიჭერთ, მხოლოდ კი არ დაგარბევთ, მხოლოდ სასტიკად კი არ გცემთ, ყოველდღიურ რუტინაშიც შემოგეჭრებით, პოლიციაში გაპორწიალებთო.
საშიში არაფერია, უნდა ვიმოქმედოთ შემდეგი ნაბიჯებით:
1. სატელეფონო ზარის, შეტყობინების საფუძველზე არსად ვცხადდებით ! (შეგიძლიათ მკაფიოდ უთხრათ, რომ არ იცით პოლიციელია, თუ ვინმე ზონდერი და ჩასაფრებას გვიპირებს);
2. ვითხოვთ წერილობითი უწყების ჩაბარებას;
3. მას შემდეგ, რაც უწყება გვბარდება, ვუკავშირდებით ადვოკატს;
4. ვინაიდან პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში გამოცხადება უკიდურესი საფრთის შემცველია (პოლიციელები საჯაროდ სისტემურად სასტიკად სცემენ დემონსტრანტებს, რა გარანტიაა, რომ თავიანთ განყოფილებებში და სამინისტროს ჯურღმულებში პროვოკაციებს არ მოაწყობენ?!), საპროცესო მოქმედებაში მონაწილეობის მისაღებად პოლიციელებს ვხვდებით ჩვენს სახლებში ან ადვოკატის ოფისში; ამის მოთხოვნის სრული კანონიერი უფლება გვაქვს და შესაბამისი პრაქტიკა არსებობს.
5. მას შემდეგ, რაც თქვენთან გამოცხადდება გამომძიებელი, თქვენ გაქვთ სრული უფლება, დააფიქსიროთ, რომ ჩვენებას მისცემთ სასამართლოს წინაშე. რის შემდეგაც პოლიცია დაგემშვიდობებათ და გამოგიძახებენ სასამართლოში;
6. სასამართლოში როდესაც გამოცხადდებით, არ მისცეთ ჩვენება, ვინაიდან შეიძლება ყველა სიტყვა თქვენს წინააღმდეგ გამოიყენონ. მაგისთვისაა ეს საქმე წამოწყებული. ჩვენების მიცემაზე უარის თქმითაც ვერ შეგედავებიან, ვინაიდან დემონსტრაციებში მონაწილეობის გამო დაგიბარეს მოწმედ და საქმეზე გამოძიებაც დემონსტრაციებთან დაკავშირებით მიმდინარეობს.
როგორც ვხედავთ, ერთი დემონსტრანტის გამოკითხვა საკმაოდ რთულ პროცესად ექცევა სისტემას და თუ მასიურად მსგავსად მოვიქცევით, უდიდესი რესურსის ჩადება მოუწევთ ამის აღსასრულებლად. შესაბამისად მალევე გაეშვებიან სხვების დაბარებას."
image
1
52
1-ს არ მოსწონს
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
52
  
18 მაისი, 19:42
რაში მდგომარეობს საქართველოს უბედურება, საქართველოში ნაცები და მათზე მიტმასნილი დებილი გონებაჩლუნგი გაპიდარასტტტებული ახალგაზრდობა ბევრნი არ ხართ, მაგრამ ეს ნაგავი ისეა გადანაწილებული მთელ საქართველოზე რომ საკმაოდ ყარს. არა უშავს ეს ძალიან კარგია ამისგამო რომ ყარს, არჩევნებში კოლექტიური ნაცები კატასტროფიულად დამარცხდება, ახლა მაინც უნდა შეასრულოს ბიძინამ ბოლო დანაპირები და გველ კოლექტიურ ნაცმოძრაოდას თავი გაუჭეჭყოს. მალე აშშ-ში ბაიდენი გააჯვვვავს, კონსერვატორი ტრამპი მოვა, ევრიპაში მალე არჩევნები იქნება იმარჯვებენ მემარჯვენეები და ქართველ პიდარრრასტობას დანძძრეული გაქვთ. ამ კანონს აუცილებლად მივიღებთ დიდ ქართულ ყლლლეზე გვკიდია ეგ ფრანგი ბოოზზზი თავის ვეტოთი, დაყაჭეთ ფულები ვინ რა ჩათლახობაში გიხდით ხომ უნდა ვიცოდეთ.
0 1 1