x
მეტი
  • 01.06.2024
  • სტატია:135030
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509392
27 წლის ანი პაპავა, რომელსაც 5 დღე ეძებდნენ, ხონში მდინარემ გამორიყა
image27 წლის ანი პა­პა­ვას, რომელსაც 5 დღის განმავლობაში ეძებდნენ, რო­გორც ცნო­ბი­ლი გახდა, მისი ცხე­და­რი ხონის მუნიციპალიტეტში, სოფელ მათხოჯში მდი­ნა­რე ცხე­ნის­წყალ­მა გა­მო­რი­ყა. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

image

ჩხოროწყუში 27 წლის ანი პაპავას 10 მაისის შემდეგ ეძებდნენ, ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში მისმა ახლობლებმა გაავრცელეს.დაკარგული გოგოს სამძებრო ღონისძიებებში ოჯახთან ერთად პოლიცია იყო ჩართული. ბოლოს ის ქუთაისში, ავტოსადგურში დააფიქსირეს, საიდანაც მისი კვალი იკარგებოდა.ადგილობრივების ინფორმაციით, ცხედარი 15 მაისს, საღამოს იპოვეს. ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ.

გარდაცვლილი სამეგრელოდან იყო.



image

სოციალურ ქსელში მისი მეგობარი მარიამ დარსალია ანა კალანდაძის ლექსით ეხმაურება ანი პაპავას გარდაცვალებას:


მე ლამაზი მეგობარი მყავდა,
თვალჟუჟუნა, წაბლისფერი თმებით...
ერთხელ მტრედმა მოუტანა ფრთები,
დამტოვა და ღრუბლებს გაჰყვა ცადა...
????????????️ Ani Papava მიყვარხარ და შეხვედრამდე
image
სოციალურ ქსელში ვრცელდება ვერსია, რომ ანი პაპავამ სიუციდი განახორციელა, თუმცა იმედია გამოძიება დაადგენს გარდაცვალების მიზეზს., ახალგაზრდა ქალს ქმარი და ორი მცირეწლოვანი ქალიშვილი დარჩა.
0
484
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
484
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0