x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
"სიმართლის მთქმელს, ცხენი უნდა ჰყავდეს შეკაზმული", ტყუილის მთქმელს კი...

როგორც ამბობენ «სიმართლის მთქმელს, ცხენი უნდა ჰყავდეს შეკაზმული». მაგრამ, რა უნდა ჰქონდეს ტყუილის მთქმელს? ვიდრე ამ კითხვაზე პასუხს გავცემთ, ერთი ისტორია უნდა გავიხსენოთ...


image


ედგარ კეისის ცხოვრებაში საოცარი რამ მოხდა და ამის შემდეგ, ბევრმა დაიჯერა, რომ მატყუარობა, შეიძლება, სხვადასხვა დაავადების მიზეზი გახდეს. კეისი ამერიკელი მისტიკოსი, ნათელმხილველი და მედიუმი იყო. გარდა ამისა, მას ზოგიერთები მკურნალადაც თვლიდნენ.

და ერთხელ, ამ ყველასთვის ცნობილი ადამიანის წინააღმდეგ, არაკეთილსინდისიერმა ბიზნეს–პარტნიორმა, კონტრაქტის კანონიერებასთან დაკავშირებით, სასამართლოში საქმე აღძრა. თავდაპირველად, მოსამართლემ ნათელმხილველს წერილობითი დასკვნა წარუდგინა იმის თაობაზე, რომ კონტრაქტი კანონიერი იყო და გარკვეული თანხის სანაცვლოდ, პარტნიორისგან, მისი გამოსყიდვა შესთავაზა. მაგრამ, მოგვიანებით, იგივე მოსამართლემ განაჩენი გამოიტანა, იგივე კონტრაქტი არაკანონიერებასთან დაკავშირებით.

კეისი, მოგვიანებით, ამ შემთხვევას ასე იხსენებდა: «მოსამართლის ტყუილზე თავი ვერ შევიკავე და ვუთხარი, რომ იმ ცრუ განაჩენის გამო, რომელიც მან გამოიტანა, სხეულში არსებული ჭიები, მას ცოცხლად შეჭამდნენ!»

აღნიშნული სასამართლო პროცესიდან ორ წელიწადზე ნაკლები გავიდა და მეცნიერის წინასწარმეტყველება ახდა. მოსამართლე ავად გახდა და ტკივილებისგან წარმოუდგენლად იტანჯებოდა. რა თქმა უნდა, შეიძლება იმის თქმა, რომ ეს მხოლოდ ორგანიზმში მიმდინარე ანთებითი პროცესი და დამთხვევა იყო. მაგრამ, არც ის არის გამორიცხული, რომ ყველაფერი იმიტომ მოხდა, რომ ის «ცეცხლს ეთამაშებოდა».

შემთხვევა მართლაც რომ უჩვეულოა. როგორ ავხსნათ ის ფაქტი, რომ ტყუილის თქმა მოსამართლის საშინელი ავადმყოფობის მიზეზი გახდა?

ამ საკითხთან დაკავშირებით, ჩატარებული კვლევის შემდეგ, მეცნიერებმა ორიგინალური ჰიპოთეზა წარმოადგინეს, იმის შესახებ, რომ მატყუარობა სომატური დაავადებების მიზეზი შეიძლება გახდეს.


image


მაგ., ამერიკელი ფსიქოლოგების ჯ. პენბეიკერის და კ. ჩიუს ვარაუდით, მატყუარას, გულწრფელ ადამიანთან შედარებით, ცხოვრებისეული ენერგიის დამატებითი ხარჯი აქვს. ამის მტკიცებულებად კი, ექიმებს შემდეგი ექსპერიმენტის შედეგები მოჰყავთ: მოხალისეებს 5 სიტყვიანი სიიდან, ერთი სიტყვის არჩევა შესთავაზეს. შემდეგ მათ ეკითხებოდნენ, აირჩიეს თუ არა რომელიმე სიტყვა, მოხალისეები კი, კითხვაზე უარყოფით პასუხს იძლეოდნენ.

გაირკვა, რომ როდესაც ექსპერიმენტში მონაწილეები განზრახ ცრუობდნენ, სახეზე მიმიკების ცვლილების რაოდენობა უმცირდებოდათ და თვალებსაც ნაკლებად ახამხამებდნენ. გარდა ამისა, შეუმცირდათ კანის ელექტრული წინააღმდეგობის დონე, რაც ვეგეტატიური ნერვული სისტემის აქტივაციის ნიშნად ითვლება... და როგორც კვლევის ავტორებმა ივარაუდეს, თუ ეს აქტივაცია ხანგრძლივი დროის მანძილზე გაგრძელდება, ის შეიძლება, სომატური დაავადებების პროგრესირების ფაქტორი გახდეს.

ენერგეტიკული ფილოსოფიის და ფსიქოლოგიის მეცნიერების თვალსაზრისით, ჩვენი აზრები, სურვილები და მისწრაფებები, ორგანიზმის ენერგეტიკულ სამყაროზე მუშაობს და მათი დაყოფა, პირობითად, 2 სახეობად შეიძლება: შემქმნელად და გამანადგურებლად. პირველი — ენერგიას ზრდის, რაც ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობის გაუმჯობესებას უწყობს ხელს. ხოლო, გამანადგურებელი ენერგია, ტკივილის პროვოცირებას და სხვადასხვა სახის დაავადების განვითარებას იწვევს.

ამრიგად, ხასიათის ისეთ თვისებებს, როგორიც გულწრფელობა და პატიოსნებაა, კავშირი აქვს შემოქმედებით ენერგიასთან და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას უწყობს ხელს. ხოლო, სამყაროს ენერგეტიკული აღქმის თეორიის საშუალებით, თვალსაჩინოდ შეიძლება იმის ახსნა, თუ რატომ არის ტყუილი — ბოროტება, რომელიც პირველ რიგში, ზიანს მის მთქმელს აყენებს.

ამრიგად, «სიმართლის მთქმელს, ცხენი უნდა ჰყავდეს შეკაზმული», ტყუილის მთქმელს კი — ჯანმრთელობის დაზღვევა უნდა ჰქონდეს გაფორმებული.


image

არხის სხვა სიახლეები:


* ფოტოების ნაკრები რუბრიკით – "ჯერ კიდევ არის სიკეთე ადამიანებში"

* კლეოპატრას საბედისწერო შეცდომა, რომლის გამო მან სიცოცხლე და ეგვიპტემ დამოუკიდებლობა დაკარგა

* ყველაზე ჭკვიანი ცხოველები – ტოპ 10, AZ Animals–ის ვერსიით

* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?



0
287
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
287
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0