x
მეტი
  • 29.05.2024
  • სტატია:134940
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509334
"ეგეთი განცხადებები შაჰ-აბასსაც არ გაუკეთებია, ესენი ვინ ჩვენი ფეხები არიან?"–გელა ზედელაშვილი

image

ინტერნეტგამოცემა "ლიდერის " დირექტორი გელა ზედელაშვილი ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარეს მიხაილ როთის განცხადებას ეხმაურება და წერს:



"ადე, იოსება პაპავ, ადე, შენ რო ყოფა უტირე, იმათ ისევ წამოყვეს გასაჭეჭყი თავები, ჭკუაზე გვარიგებენ და მართლმადიდებლობასაც ერჩიან!
ჰმ... ეგეთი განცხადებები შაჰ-აბასსაც არ გაუკეთებია, ესენი ვინ ჩვენი ფეხები არიან?
ისაო, მარტო მართლმადიდებლური ეკლესიით ნათელ მომავალს ვერ შექმნითო, თვითონ ხო შექმნეს 1939-1945 წლებში?
მაშ, კაცო, მაშ, იგეთი ნათელი მომავალი შექმნეს, ახლა ჩვენც გვასწავლიან.
ადრე ეჭვი მეპარებოდა ხოლმე, ნეტავ იოსება პაპამ რკინის ფარდა რათა ჩამააფარა, ცოტა ხო არ გადააჭარბა-მეთქი?
თურმე არა!
სულაც არ გადაგიჭარბებია!
რაც ეგ ფარდა გორბაჩოვს თავზე ჩამაახიეს, იმის მერე აირია მონასტერი და ძაღლი პატრონს ვეღარ ცნობს. ვისაც არ ეზარება და ვინც საკუთარმა ხალხმა დაწყევლა, ყველა ჩვენს საშინაო საქმეებში იქექება და ყველა მათრახით გვადგას თავზე - გინდათ თუ არა, აღმა ნუ წახვალთ, სულ დაღმა იარეთო.
ხან მრჩება შთაბეჭდილება, რომ შენს გამო გვერჩიან და გვსჯიან, მაგრამ დარწმუნებული ვარ, არაფერი გამოუვათ, ყოფას ვუტირებთ!!!"-წერს გელა ზედელაშვილი.

"იმიტომ, რომ ახალგაზრდა თაობა ახდენს დემონსტრირებას, რომ ახლა დადგა გადამწყვეტი მომენტი ქუჩებში გასვლისთვის და თუ ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლები დაკარგავენ ნდობას მათი საკუთარი ქვეყნის მიმართ - ისინი დატოვებენ ქვეყანას, ამ ქვეყანას.

ჩვენ მივესალმებით იმას, რომ ეს გახლავთ ნიჭიერი, განათლებული, ერთგული ევროპული ღირებულებების ახალგაზრდობა, მაგრამ როგორ უნდა შექმნა ნათელი მომავალი საქართველოსთვის ახალგაზრდა თაობის გარეშე? მხოლოდ მართლმადიდებლური ეკლესიით, ერთ-ერთი ყველაზე მჭიდრო მოკავშირისა მმართველი პარტიისა? ეცადეთ აბა ამის გაკეთება, ტვინების გადინება იქნება სრული კატასტროფა თქვენი ქვეყნისთვის. ეს არის ჩემი მესიჯი, “ -განაცხადა მიხაილ როთმა.

1
578
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
578
  
ამაშია საქმე,მიგეხედათ განათლებისთვის და არ გექნებოდათ ეს სირობა ქვეყანაში,თუმცა კუდის ქიცინი საქმე გეგონათ და კი ხართ ახლა ტრ***. მიუხედავად იმისა,რომ დიდი მორწმუნე არ ვარ და ბევრი კითხვები მაქვს ეკლესიის მესვეურებთან,საქართველოში ქვეყანა და ეკლესია ერთია. ბევრჯერ მითქვამს,კრიტიკა ხიხია არ არის და როცა რაღაც არ მოგწონს უნდა თქვა. ქოცებს რო მოესმინათ კრტიკოსებისთვის(მართლა ობიექტურად მოაზროვნე ხალხს ვგულისხმობ),ეს ამბავი არ ექნებოდათ ქვეყანაში.

გერმანელი დეპუტატის განცხადებაზე რა უნდა ითქვას,მკიდია მისი აზრი და მისნაირების. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააპანღუროს ქვეყნიდან და ეს იქნება სუვერენული ქვეყნის განაცხადი. ქოცებო,თუ YLეები არ ხართ და ერთ ადგილს არ ათამაშებთ,მართლა სუვრენიტეტს აწვებით,მაშინ გაა*მეინეთ ამ ბაღლინჯოს საქართველოდან და აუკრძალეთ სამუდამოდ შემოსვლა. გერმანიის ელჩი დაიბარეთ და საპროტესტო ნოტა გადაეცით,მიხედონ თავის დებილ დეპუტატებს და თუ ასე არ იქნებიან,მიაბრძანონ თავის ქვეყანაში. ასე იქცევიან დამოუკიდებელი და როგორც თქვენ ამბობთ,ღირსეული და ორ ფეხზე მდგარი ქვეყნები. მარა ისეა საქმე რო ეტყობა ერთ ფეხზე ფეხსაცმელი გიჭერთ და კოჭლობით დადიხართ ქოცებო.
0 1 1