x
image
Yoona
Mediator image
ავოკადო და წვნიანი ქათამი – ორიგინალური სალათის რეცეპტი
თუ მოგბეზრდათ სტანდარტული სალათები, მოამზადეთ სალათი ავოკადოთი და ქათმით. აქვს პიკანტური გემო და ნოყიერია.



image

რა დაგჭირდებათ?



საკაზმისთვის:


¾ ჭიქა არაჟანი

ავოკადო

2 წვრილად გახეხილი ნივრის კბილი

3 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი

ნახევარი კონა ქინძი

ნახევარი ჭიქა წყალი

¼ ჩაის კოვზი მარილი



სალათისთვის:

კუბებად დაჭრილი ბულგარული წიწაკა

2 თავი სალათი რომენი

5 ბოლოკი (თხელი ნაჭრები)

გარეცხილი და გამშრალი შავი ლობიო (0, 5 ლიტრიანი ქილა)

ქილა დაკონსერვებული სიმინდი

1 მუჭა დაფშვნილი ჩიფსი

100 გ გახეხილი ყველი



ასევე:

2 ორმაგი ქათმის ფილე

2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი

სუფრის კოვზი დაფქული ჩილეს წიწაკა

¾ ჩაის კოვზი კაიენის წიწაკა

2 ჩაის კოვზი პაპრიკა

ჩაის კოვზი ხახვის და ნივრის ფხვნილი, შავი წიწაკა, დაფქული კვლიავი და მარილი.



მომზადების რეცეპტი

აურიეთ არაჟანი, ავოკადო, ნიორი, მარილი, ლიმონის წვენი და ქინძი სამზარეულოს კომბაინში ან ბლენდერში. ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ. თავსახური დაახურეთ და მაცივარში შეინახეთ.



image



სალათი დაჭერით და სასალათეში მოათავსეთ.



image



ბულგარული წიწაკა, ბოლოკი, სიმინდი, შავი ლობიო, ყველი, ჩიფსი დაჭრილ სალათს ზემოდან დაუმატეთ და მაცივარში მოათავსეთ.



image



ქათმის ფილე გამჭვირვალე პაკეტში (საკვების შესანახი პარკი) მოათავსეთ და ჩაქუჩით დაბეგვეთ. ხორცის სქელი ნაწილიდან დაიწყეთ, რომ გაასწოროთ.



image



ჩილეს წიწაკა, პაპრიკა, კაიენის წიწაკა, კვლიავი, ნივრის და ხახვის ფხვნილი, მარილი აურიეთ. ხორცს ზეთი წაუსვით და სანელებლებით კარგად დაფარეთ.



image


ტაფაზე ზეთი გააცხელეთ. ქათამი 10 წუთი შეწვით. ხორცი 5 წუთი საჭრელ დაფაზე გააჩერეთ, სანამ ნაჭრებად დაჭრით.



image


ხორცი სალათს ზემოდან მარაოსავით დააწყვეთ. ბოლოს ზემოდან ავოკადოს საკაზმი მოასხით. აურიეთ და სუფრაზე გაიტანეთ!



image


გემრიელად მიირთვით!



image



ასევე დაგაინტერესებთ:

7 სალათა, რომელიც ამტკიცებს, რომ ჯანსაღი კვება გემრიელია

შემწვარი ბრინჯი ანანასით: ტაილანდური რეცეპტი

5 შესანიშნავი ჭარხლის სალათა, რომელიც ტვინს, გულს და სისხლძარღვებს აძლიერებს

სალათი „წვრილი წელი“: 100 გრ კერძი მხოლოდ 38 კალორიას შეიცავს

ტოპ 5 ახალი კომბოსტოს სალათი: გარნირიც არ დაგჭირდებათ


0
34
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
34