x
მეტი
  • 29.05.2024
  • სტატია:134940
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509334
9 იშვიათი ფოტო თქვენი საყვარელი ფილმების გადასაღები მოედნიდან
image


ზოგჯერ გვიჩნდება სურვილი ცოტა ხნით ჩვენი საყვარელი ფილმების გადასაღებ მოედანზე შევიჭვრიტოთ და გადაღების პროცეს თვალი შევავლოთ, საბედნიეროდ, ზოგიერთი მომენტი ისტორიას შემორჩა.


image


მაგალითად, რეჟისორ ბილი უაილდერის 1958 წლის კომედია "ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან" ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო კომედიაა, რომლის ლეგენდარული ციტატაც: "ოჰჰ, ღმერთო, მე კ ა ც ი ვარ! ყველას თავისი ნაკლი აქვს!" წარმოუდგენლად პოპულარული გახდა. ზემოთ ფოტოზე მერილინ მონროსა და ტონი კერტის ხედავთ. თავად რეჟისორი ბილი უაილდერი გადასაღებ მოედანზე არსებულ ვითარებას ასე აღწერდა: "ჩვენ შუა ფრენაში ვართ, თვითმფრინავის ბორტზე კი გიჟია, რომელსაც ხელთ ბომბი უპყრია." მერლინ მონრო 1959 წელს საუკეთესო მსახიობი ქალი გახდა, რომელმაც "ოქროს გლობუსის" პრემია მიიღო. ფილმი ასევე ნომინირებულ იქნა არაერთ პრემიაზეც.


image


1982 წელს სიდნი პოლაკმა სიყვარულის შესახებ გადაიღო ყველასთვის საყვარელი კომედია "ტუტსი", სადაც მთავარ როლებს შეუდარებელი ჯესიკა ლანგი და მომხიბვლელი ჯასტინ ჰოფმანი ასრულებდნენ. ფოტოზე სწორედ ის იმანჭება, და უნდა აღინიშნოს რომ ჯასტინ ჰოფმანმა ქალის იმიჯი მართლაც საოცრად მოირგო.


image


მსახიობმა ფეი დანაუეიმ რეინტინგებზე გაგიჟებული პროდიუსერის როლისთვის "ოსკარი" დაიმსახურა. ნიუ-იორკი, 1975 წელი. შესვენების დროს დუბლებს შორის. ამერიკელი მსახიობი, ფეი დანაუეი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და ნიჭიერი მსახიობია.


image


ბრწყინვალე ფილმი "საჰარა" ენდრიუ მაკლაგლენმა 1983 წელს გადაიღო, და რაც ასევე აღსანიშნავია არის ის, რომ მუსიკა ფილმისთვის კომპოზიტორმა ენიო მორიკონემ დაწერა. მთავარ როლში კი შეუდარებელი ბრუკ შილდსი გახლდათ, რომელსაც სწორედ ფოტოზე ხედავთ.



image


ჯეიმს კამერონმა 1997 წელს თავისი ერთ-ერთი შედევრი - "ტიტანიკი" გადაიღო. ფოტოზე ლეონარდო დიკაპრიო და ქეით უინსლეტი ფილმის გადასაღებ მოედანზე არიან აღბეჭდილნი. როგორც ჩანს, პარტნიორები დუბლებს შორის ცოტა ხნით დასასვენებლად ჩამოსხდნენ.


image


რეჟისორმა ლუის ბუნიუელმა 1970 წელს გადაიღო ფილმი "ტრისტანა", სადაც მთავარ როლს მშვენიერი კატრინ დენევი ასრულებდა. შეგახსენებთ, რომ ეს დიდი ესპანელი რეჟისორის ბოლო ფილმი გახლავთ.


image


მომხიბვლელი მეგ რაიანი და რეჟისორი რობ რაინერი ფილმ "როცა ჰარი შეხვდა სალის..." გადასაღებ მოედანზე 1988 წელს. ფილმი იმ წლების ერთ - ერთი მსუბუქი და კეთილი რომანტიკული კომედია გახლავთ.


image


1999 წლის "მთვლემარე ხეობა" რეჟისორ ტიმ ბარტონის ერთ-ერთი საუკეთესო ფილმია. ფოტოზე ხედავთ მთავარი როლის, კატრინ ენ ვან ტასელის როლის შემსრულებელს - კრისტინა რიჩის საკუთარ საგრიმიოროში, მსახიობმა ამ ბნელ, მისტიკურ დეტექტივში რომანტიული, სათუთი და დაუცველი გოგონას როლი ითამაშა.


image


1986 წლის კომედია "ნიანგი დანდი" ალბათ ყველას კარგად გახსოვთ, და ისიც კარგად გემახსოვრებათ თუ როგორ ეხმარებოდა ერთგული მაიკლ ჯ. "ნიანგი" დანდი ჯუნგლებში ყველაზე სასაცილო სიტუაციებში აღმოჩენილ მთავარ გმირს გადარჩენაში. ფოტოზე მსახიობ ლინდა კოზლოვსკის ხედავთ ფილმის გადასაღებ მოედანზე. ავსტალიელი რეჟისორის პიტერ ფაიმის მიერ გადაღებულმა ამ ფილმმა თავი სამუდამოდ დაგვამახსოვრა, ხოლო გადასაღები მოედნიდან შემორჩენილი კადრები დღემდე გვეხმარება ფილმის ყურებისას განცდილი ბედნიერი მომენტების გახსენებაში.







0
677
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
677