x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"ვინც ამ ადამიანის გვერდით დგახართ, რომ იცოდეთ, თქვენ ხართ ნანულასავით მაგარი ქაჯები და გოიმები"

image

"რანაირი ფოტოა, დავიწყებული ამბავი გამახსენა...
2004 წელს, რევოლუციურ ტალღაზე ერთი ჩემი მეგობრის მამა დაბრუნდა ევროპიდან და თან ჩამოიყვანა ახალი RANGE ROVER SPORT მაშინ არც მყავდა ნანახი, მგონი არც დადიოდა მეტი თბილისში. ერთ დღესაც პოლიციამ მეგობრის მამას ჩამოართვა ეს მანქანა
- მოპარულია ევროპაში, ძებნაზეა და გამოძიების დასრულებამდე საჯარიმო სადგომზე იქნებაო!
გაგიჟდა ეს კაცი, რა მოპარული, მაღაზიაში ვიყიდეო, მაგრამ მაინც წაიყვანეს.
ერთ დღესაც მე და ჩემი მეგობარი მოვდივართ ვაჟაზე და აგერ არ ჩაგვიქროლა მისმა რენჯმა?
სხვა ნომრებზე იყო მაგრამ ამან ეგრევე იცნო მისი მანქანა, გაგიჟდა ეს ბიჭი, ეხლა მანქანა ხომ საჯარიმოზე უნდა იდგესო? და გავყევით ამ მანქანას, შევიდა რუსთავი ორის პარკინგზე და ჰოი საოცრებავ, მანქანიდან ყველასათვის ნაცნობი ნანუკა ჟორჟოლიანი გადმოდის
- ვეკითხებით ეს მანქანა საიდან?
ატეხა ყვირილი დაურეკა ვიღაცეებს, აქედან ჩვენც გზაში დარეკილი გვქონდა, მოვცვივდნენ ყველანი... მოკლედ გაირკვა, რომ ნანულას ეს მანქანა სადღაც დაუნახავს, მოსწონებია და კოდუასთვის უთხოვია
- ეგეთი მინდაო.
იმასაც რა ექნა, ხომ არ იყიდდა? ადგა, წაართვა და მიუყვანა ნანუკას.
იცოდა რომ წარმოთქმული იყო, მაგრამ ამას არ შეუწუხებია ნანუკა, დადიოდა კარგად ხანი ამ ინციდენტის მერეც ამ მანქანით, სანამ ჩემმა მეგობრის მამამ იქაურ საელჩოს არ მოაწერინა აქ წერილი და იქაური ადვოკატი არ ჩამოიყვანა, მაღაზიის საბუთებით, მანამდე არ უბრუნებდნენ ცოცხალი თავით. ესაა ნამდვილი ამბავი, ის კაცი გარდაცვლილია და ამიტომ არ ვწერ სახელებს და გვარებს.
აი დღეს, ვინც ამ ადამიანის გვერდით დგახართ, რომ იცოდეთ თქვენ ხართ ნანულასავით მაგარი ქაჯები და გოიმები".
image
0
878
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
878
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0