x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
შავი წყალი ლონდონში: "სიკვდილის ტუმბოს" ავბედითი ისტორია

image


1876 ​​წელს გადაღებულ ფოტოზე აღბეჭდილი გულუბრყვილო ბავშვები უდარდელად ქაჩავენ წყალს "სიკვდილის ტუმბოდან", თუმცა მაშინ მას სულ სხვანაირად უწოდებდნენ. ეს იყო ოლდგეითური ტუმბო, ცენტრალურ ლონდონში არსებული ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან ტუმბოთა შორის, რომელიც ცენტრალურ წყალმომარაგებასთან დაკავშირებული არ იყო.


image


XIII საუკუნის დასაწყისში აქ ჭა იყო. წყლის ტუმბო ჭაბურღილის ადგილზე პირველად მე-16 საუკუნეში იქნა დამონტაჟებული. მე-18 საუკუნეში კი ის აღადგინეს, რომელზეც ქვის ობელისკი დაამონტაჟეს, რომელიც დღემდე დგას.


image


ასევე საინტერესო სიმბოლური ისტორია აქვს მგლის თავის ფორმის სპილენძის ცხვირსაც. ლონდონის სიტის მიმდებარედ, სწორედ ამ ადგილას იქნა მოკლული უკანასკნელი მგელი.


image


ამ ტუმბოს წყალი ყოველთვის ყველაზე სუფთად და გემოვნური თვისებებითაც გამორჩეულად ითვლებოდა. ადგილობრივი ჩაის ვაჭრები აქ ბუჩქოვანი მცენარის ფოთლების დასაყენებლად ყოველთვის ავსებდნენ ჩაიდანს, რადგანაც ამ წყლით ცხელი სასმელის დეგუსტაცია საოცრად სასიამოვნო იყო. წყლის ტუმბო შეხვედრების ადგილიც იყო, ადამიანები აქ ხშირად ხვდებოდნენ, ურთიერთობდნენ და უახლეს ამბებს განიხილავდნენ. ის ასევე იყო ერთგვარი საზღვარი - მის შემდეგ აღმოსავლეთ ლონდონი იწყებოდა. ცენტრის მცხოვრებლების მიერ "აღმოსავლეთელებზე" ზემოდან ყურების გამო ზიზღის შემცველი გამონათქვამიც კი გაჩნდა: "ოლდგეიტის ტუმბოს აღმოსავლეთით ხალხს არაფერი ადარდებს, გარდა დალევისა, უზნებობისა და დანაშაულის ჩადენისა."



image


1876 ​​წელს წყლის გემო მოულოდნელად შეიცვალა, თუმცა მოსახლეობა ამას არ შეუშფოთებია, პირიქით, მათ იფიქრეს, რომ წყალი უბრალოდ მინერალიზებული გახდა, რაც მათივე აზრით მას მხოლოდ უკეთესს ხდიდა, თუმცა როგორც აღმოჩნდა, გემოვნური თვისებების შეცვლის მიზეზს ბევრად უფრო ავისმომასწავებელი მიზეზი ჰქონდა. წყარო ადგილობრივ სასაფლაოს დაუკავშირდა. წყალი კალციუმით ნაწილობრივ მართლაც მინერალიზებული გახდა, თუმცა ამავე დროს ის ტოქსიკური აღმოჩნდა. მოწამვლის შედეგად კი ასობით ადამიანი დაიღუპა.



image


ოლდერმარის სასაფლაომ ლონდონის ისტორიაში ავბედითი როლი ითამაშა. გამოძიების ჩატარების შემდეგ, ტუმბო იძულებით იქნა წყალმომარაგების ცენტრალურ სისტემასთნ მიერთებული, თუმცა მისი გამოყენება უკვე აღარავის სურდა. დღეს, ეს ქვის ტუმბო აქ ძეგლის სტატუსით არის შემორჩენილი. უკვე ცოტას თუ ახსოვს ის საზარელი ამბავი, რომელიც "სიკვდილის ტუმბოს" უკავშირდება.







0
167
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
167