x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
დაზღვევის გარეშე – რატომ მიდიან ასეთ რისკზე? (15 წარმოუდგენელი ფოტო)

სიმაღლის შიში, ანუ აკროფობია, საკმაოდ გავრცელებული ფობიაა და ადამიანებს ვისაც მსგავსი პრობლემა აქვთ, მაღალსართულიანი შენობის სახურავიდან კი არა, ფანჯრიდანაც ვერ იხედებიან. მუხლებში სისუსტე, წონასწორობის დაკარგვის შეგრძნება და თავბრუსხვევა — ასეთია სიმაღლის შიშის დაავადების სიმპტომები.

მაგრამ, არიან ადამიანები, რომლებსაც არც სიმაღლის შიში აქვთ და თავისუფლად ადიან როგორც მაღალი შენობა–ნაგებობების სახურავებზე, ასევე ციცაბო კლდეებზე მდებარე ისტორიული ძეგლების კიბეებზე, რომლებიც, ხშირ შემთხვევაში, გაცვეთილი და გლუვია. ასეთი ქმედებები, სხვა რომ არაფერი ვთქვათ, სიცოცხლისთვის სახიფათოა და ერთი სელფის გადასაღებად, თავის გაწირვა ნამდვილად არ ღირს. თუმცა, ქვემოთ მოცემული ფოტოების გმირები, ამ საფრთხეებს, სავარაუდოდ ვერ აცნობიერებენ და რისკის ქვეშ, მხოლოდ საკუთარ თავს კი არა, სხვის სიცოცხლესაც აყენებენ (ზოგიერთ ფოტოზე რამდენიმე ადამიანია და მისი გადაღების ინიციატორი, რა თქმა უნდა, ერთი იქნებოდა).

მაგრამ, არც ფოტო და სოციალურ ქსელებში, არც ასობით და თუნდაც, ათასობით "მოწონება", ნამდვილად არ ღირს, ადამიანის სიცოცხლის ფასად!


ეს ჰონგ–კონგის ცათამბჯენია, რომლის სახურავზე გოგონა რუჯს იღებს... image


წარმოუდგენელი ფოტო და უშიშარი შეყვარებულებიimage


ამ წყვილმა კი, როგორც ჩანს, "ბინის პრობლემა" მოაგვარა...
image


ეს ახალგაზრდა ნიუ-იორკის ცათამბჯენის 426 მ. სიმაღლეზე დგას და ცენტრალურ პარკს გადაჰყურებსimage


მეგობრებმა სამახსოვრო ფოტოს გადაღება შპილზე გადაწყვიტესimage


ფოტო, 335 მ. სიმაღლეზე (89 მ. შპილია), 2016 წ. 3 სექტემბერს არის გადაღებული. მშენებლები შიდა კიბით კონსტრუქციის თავზე ავიდნენ, ხოლო ფოტოგრაფი, სამშენებლო ამწეში იყო.


ჰარიჰარის ციხე–სიმაგრის (ინდოეთი) კიბეები, რომელიც ჩანს, მხოლოდ ციცაბო კი არა, სველიც არის...

image


ეს ბრიტანელი მთამსვლელი ჰეზელ ფინდლეია და ის ის ახალ მარშრუტს იკვლევსimage


"სასოწარკვეთილი დიასახლისი" — აქ სხვას ვერაფერს ვიტყვით...image


კერაგის მთა და ბარდის ქვა. ნორვეგიის ამ ღირსშესანიშნაობის სანახავად და ფოტოს გადასაღებად, ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი ჩადის. ეს მამაკაცის ერთ–ერთი მათგანია და როგორც ჩანს, მან ამ ნაბიჯით, სიმაღლის შიში დაამარცხა.

image


წარმოიდგინეთ, რომ ფანჯრის კიდეზე ზიხართ და ფოტოებს იღებთ... თან ხელში მძიმე კამერა გიჭირავთ...
image


აქ მხოლოდ საკუთარ შესაძლებლობებში კი არა, ადამიანი იმაშიც უნდა იყოს დარწმუნებული, რომ კლდე გაუძლებს...
image


კონდიციონერის შეკეთება, თუ მონტაჟი, 28 სართულის რაფაზე. აქ განსაკუთრებულ ყურადღებას მამაკაცის ფეხსაცმელი იქცევს.

image


ბზარის მიუხედავად, რომელიც გასული საუკუნის 30–იან წლებში გაჩნდა, კლდეზე მოაჯირი არ არის. ტურისტების ნაკადი კი არ წყდება...

image


"გასეირნება" ოქროს კარიბჭეს (კალიფორნია, აშშ) ხიდის თავზე. მამაკაცი 900 მ. სიმაღლეზე, ვერტმფრენში ზის და ფოტოებს იღებსimage


"მომენტი, რომლითაც უნდა დატკბე", — ასეთ კომენტარით გამოაქვეყნა საკუთარი ფოტო, ამ მამაკაცმა image


imageარხის სხვა სიახლეები:


* კლეოპატრას საბედისწერო შეცდომა, რომლის გამო მან სიცოცხლე და ეგვიპტემ დამოუკიდებლობა დაკარგა

* 20 ფოტო–შედევრი, რომელიც სრულიად შემთხვევით შეიქმნა

* თავსატეხი, ინტელექტუალებისთვის (პასუხი აქვს)

* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?



0
236
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
236
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0