x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"არ გააკეთებთ ამას და მალე ლომების ნაცვლად ეროვნულ გერბზე ეს ცხოველი იქნება ასახული"

image

"დილა მშვიდობისა ქოცებს ნაცებს და დანარჩენ მღელვარე საზოგადოებას!
განსხვავებული აზრი ზოგიერთი ჩვენი მოქალაქისთვის ავტონომიურად ნიშნავს იმას, რომ მათი ბანაკიდან არ ვარ და გამოდინარე აქედან - მტერი ვარ. ვადასტურებ, რომ თქვენი ბანაკიდან არ ვარ. გაგებინებთ, რომ მტერი არ ვარ.
თუ ეს არ გესმით, გეტყვით, რომ ამ ტოტალიტარული ტიპის ერთუჯრედიან აზროვანებას, რომელიც სრულდება ტერორით, მეცნიერებაში ეძახიან "ტუნელურ აზროვნებას". ტუნელთად კი ასოცირდება ისეთი ცხოველი, როგორიცაა - ვირთხა.
ამაზრზენია, როდესაც ახალგაზრდები ქალაქის ცენტრში კოლექტიურად "დედას აგინებენ" კონკრეტულ პოლიტიკურ ფიგურას. ეს არის მათი აღზრდის პრობლემა და ასევე ინტელექტის დაბალი დონის, იმიტომ რომ სხვა რამ ვერ მოიგონეს და იგინებიან, იფურთხებიან, ანგრევენ საზოგადოების საკუთრებას.
ამავე დროს იმავე მიტინგზე მყოფი ახალგაზრდების უმრავლესობა - სამაგალითოდ იქცევა, ღირსეულად, ვაჟკაცურად, ეს მათი აღზრდის კულტურის მაჩვენებელია.
პროტესტის კულტურის დონე ქვეყანაში კი ზოგადად ქვეყნის პოლიტიკური დონის მაჩვენებელია.
ის რომ პოლიტიკურ ოპონენტებს სცემენ სადარბაზოებთან და ადგენენ "შავ სიებს", ეს არის ნაციზმის გამოვლინება. ასე იქცეოდნენ გერმანელი ნაცისტები 100 წლის წინ. რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმასაც, რომ ევროპა - იდეალი არაა, და მისგან კერპის შექმნა, ისევე როგორც ანტი-კერპის არის ნეოკერპთაყვანისმცემობა.
იგივეს აკეთებდნენ წითელი ბოლშევიკები.
თუ არსებული ხელისუფლება არ დაგმობს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ტერორს, ის დამსახურებულად ჩაითვლება "პაპანდოპულოების" ხელისუფლებად. ეს ეხება არა მხოლოდ რომელიმე ერთ-ერთი მხარის მოქმედებებს. დედის გინებაც ფსიქოლოგიური თავდასხმის იარაღია. ყველაფერი უნდა დაიგმოს კომპლექტში.
ბარიკადის ყოველივე მხარეს მყავს მეგობრები და ნათესავები. ვიცი, რომ ჩემი ეს წერილი დღევანდელ სიტუაციას ვერ შეცვლის, იმიტომ რომ პარადს მართავს სატანა, რომელიც მოითხოვს რუსთაველის პროსპექტზე - მორიგ რიტუალურ მსხვერპლშეწირვას.
მერე დაიწყება ვაჭრობა გვამებზე - და "მთავარი მსხვერპლის" მისაკუთრების სტატუსზე. ვინც უფრო ტანჯულად წარმოადგენს თავს - ის ჩაითვლება გამარჯვებულად. შეიძლება მერე 11 მაისი სახელმწიფო დღეთაც გახადონ.
ეს ყველაფერი ხდება იმ საზოგადოებაში, რომელიც 2024 წელს აღნიშნავს ფაზისის აკადემიის 1750 წლისთავს. ცნობილი და მეცნიერულად დამტკიცებული ფაქტია, რომ გეოპოლიტიკურ არჩევანზე მაშინაც იყო მსჯელობა (ბიზანტია ყოფილიყო სტრატეგიული მოკავსირე თუ სპარსეთი) და გადაწყვეტილება მომზადდა ფაზისის აკადემიაში ორი სწავლულის განსხვავებული პოზიციების მოსმენის შედეგად.
მე ვამახვილებ ყურადღებას არა გადაწყვეტილების შინაარსზე, არამედ პროცესუალური კულტურის დონეზე. დღეს საქართველოში 660 აკადემიაა რეგისტრირებული, მათ შორის 2 აკადემია - ეროვნული სტატუსითაა. ნუთუ არ შეიძლება რომ მეცნიერებმა ერთხელ მაინც თქვან თავისი სიტყვა?
ეს ყველაფერი რაც ხდება არის სრული კულტურული დეგრადაცია. ვიტოვებ იმედს, რომ ჯანმრთელი აზრი გაიმარჯვებს და შეიქმნება მოლაპარაკებების ფორმატი და გამოცხადდება მორატორიუმი.

არ გააკეთებთ ამას და მალე ლომების ნაცვლად ეროვნულ გერბზე ეს ცხოველი იქნება ასახული."-წერს სოციალურ ქსელში მოქალაქე Alexander Rusetsky

0
391
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
391
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0