x
მეტი
  • 23.05.2024
  • სტატია:134829
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509209
მეცნიერები დღემდე ორჭოფობენ ღიად თქვან, არსებობს თუ არა ბედისწერა და იღბალი - ეს ადამიანები ნამდვილად იღბლიანები აღმოჩნდნენ

image
მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები დიდი ხანია იკვლევენ ადამიანის ტვინს და ცდილობენ აღმოაჩინონ აქამდე ჩრდილში მდგარი ფენომენი, რომელსაც ჩვენ ბედისწერად და იღბალს ვეძახით.
მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგიების პიკის საუკუნეში ვცხოვრობთ, დღემდე არცერთ მეცნიერს ღიად არ დაუფიქსირებია, არსებობს თუ არა ბედისწერა და იღბალი.
არა და არის რაღაც კანონზომიერება, რომელიც ან ბედისწერაა ან იღბალი. მე არც მეცნიერი ვარ რომელიმე სფეროში და მით უფრო არც ასტროლოგი, მაგრამ ბედისწერის არსებობის ნამდვილად მჯერა.
ლოდის მიერ სავალი ნაწილიდან გადაგდებულ მანქანაში იჯდე, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით იფრინო 24 მეტრი და ნაკაწრიც კი არ გქონდეს-ეს უბრალოდ იღბლის დამსახურება არა მგონია იყოს, ვფიქრობ ეს ბედისწერაა.
ამ შემთხვევისას 19 წლის ვიყავი, მანამდე კი იყო მომენტები ჩემს ცხოვრებაში როცა სეპარატისტების მიერ ცეცხლმოკიდებულ ჯაგნარში ალყაში მოხვედრილი პარტიზანების ჯგუფი, სრულიად მოულოდნელად დაწყებულმა ძლიერმა წვიმამ გადაგვარჩინა.

რამდენიმეჯერ ვარ დაჭრილი უმმძიმეს საბრძოლო ვითარებაში და არცერთხელ ტყვიას, ნაღმის, რაკეტის თუ ბომბის ნამსხვრევს სასიცოცხლო ორგანოები არ დაუზიანებია და ეს მაშინ, როცა საცერივით იყო ჩემს უკან ყველაფერი დაცხრილული.
ესეც არაფერი, დამამთავრებელ კლასში გოგომ რომელიც ძალიან მიყვარდა მომახალა: თუ გიყვარვარ, გამოაღე ფანჯარა და გადახტი". ალბათ ტვინის ის ნაწილი გამეთიშა იმ მომენტში რომელიც ადამიანის მოქმედებას უწევს კონტროლს, ავხტი რაფაზე, გამოვაღე ფანჯარა და სანამ კლასელები შემაჩერებდნენ გადავხტი.
მესამე სართულიდან გადამხტარს რა გადამარჩენდა თუ არა ბედისწერა?
სახურავიდან გადმოხვეტილი თოვლის სქელმა ფენამ ყოველგვარი ტრავმისაგან მიხსნა.

ამ ადამიანების გადარჩენა რას მივაწეროთ თუ არა ბედისწერას ან იღბალს?

0
48
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
48