x
მეტი
  • 09.06.2024
  • სტატია:135198
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509495
პატაგონია, სამოთხე დედამიწაზე, სადაც ყველაფერი პირველყოფილი და ადამიანებისგან ხელუხლებელია

image
დედა, მიწაზე არც თუ ბევრია ისეთი ადგილები, სადაც ადამიანის ხელი არაა ჩარეული და გარემოს ბუნებრიობა დაკარგული არა აქვს. "დედამიწის ფილტვებზე" ამაზონის ჯუნგლებზე ყველას გსმენიათ, მაგრამ ვფიქრობ ბევრ თქვენგანს არაფერი სმენია პატაგონიაზე "მუდმივი ქარების სამფლობელოზე" და მსოფლიოში ერთერთ ყველაზე ულამაზეს და პირველყოფილ ადგილზე.
პატაგონია-ესაა ამერიკის კონტინენტის სამხრეთი ნაწილი, რომელიც განთავსებულია ორი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, არგენტინასა და ჩილეში.

პატაგონია უპირველეს ყოვლისა ცნობილი და განთქმულია იმით, რომ უძველესი დროიდან მოყოლებული დღემდე, ისაა პრაქტიკულად ადამიანის მიერ ხელშეუხებელი პირველყოფილი ბუნება მთელი თავისი სილამაზით.

რატომაა ადამიანების მიერ ხელშეუხებელი ეს ადგილი?-იმიტომ, რომ აქ პრაქტიკულად არ არიან ადამიანები. აქ მოსახლეობის სიმჭიდროვე კვადრატულ კილომეტრზე 2 ადამიანია. ესაა და ეს, აქ ისე შეგიძლიათ იმოგზაუროთ კვირეების მანძილზე ისე, რომ არსად წააწყდეთ ადამიანს.

პატაგონია საცხოვრებლად ურთულეს ტერიტორიას წარმოადგენს, სადაც 24 საათის განმავლობაში უბერავს სხვადასხვა მიმართულების ქარები, ერთადერთი საგზაო ნიშანი რომელსაც აქ წააწყდებით, ესაა საგზაო ნიშანი, რომელიც გიჩვენებთ, რომ თქვენ იმყოფებით მძლავრი ქარის მოქმედების ზონაში და ვალდებული ხართ ეს თქვენივე უსაფრთხოებისათვის გაითვალისწინოთ.

სტეპებში შეგიძლიათ სპეციალურად მომზადებული მანქანით "იხეტიალოთ", მაგრამ ასეულობით კილომეტრის მანძილზე ადამიანს ვერ შეხვდეთ.
ჯერ კიდევ 1970 წელს ინგლისელი მწერალი ბრიუს ჩატვინი წერდა, პატაგონია ერთერთი ყველაზე უსაფრთხო ადგილია დედამიწაზე, სადაც შეგიძლიათ თავი შეაფაროთ მესამე მსოფლიო ომის შემთხვევაში.

0
61
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
61