x
მეტი
  • 20.05.2024
  • სტატია:134784
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509139
"ჩემ მიმართ რამე უსამართლობას როცა ჩადიოდა ეგ საშინელი არხი, მაგათ ვთაგავდი ხოლმე” - რას წერს ნიკა ქავთარაძე

image


ცნობილი ტელეწამყვანი და იუმორისტი, ნიკა ქავთარაძე ტელეკომპანია "იმედიდან" 3 წამყვანის წასვლის ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება და საზოგადოებას მათი მხარდაჭერისკენ მოუწოდებს:


"TV იმედი” -დან წამოსული სამი ადამიანი ძალიან დიდი ხანია ჩემი აქაურიც და ისეც “ფრენდია”. ჩემს მიმართ რამე უსამართლობას როცა ჩადიოდა ეგ საშინელი არხი, მაგათ ვთაგავდი ხოლმე. აქციებზეც არაერთხელ მინახავს მინინუმ 2 მაგათგან.


ხოდა, მიუხედავად იმისა, რომ გადადგეს ეს ნაბიჯი, ახლა თუ რამე გახდის ამ მართლა რთულ გადაწყვეტილებას ნამდვილად ღირებულს, მათი ღია და ცხადი პოზიცია იქნება – “რატომ წამოვედი იმედიდან” P.S. მეგობრებო, სისტემა ბრაზიანია ყოფილ “თავისიანებთან” მიმართებაში. ამიტომ ამ ადამიანებს დახმარება დასჭირდებათ. ბედის ირონიაა, რომ სწორედ იმათი დახმარება დასჭირდებათ, ვისაც ამ წუთებშიც კი ქვეყნის მტრებად და აგენტებად აცხადებს მათი სამსახური – ყოფილი. P.P.S. მადლობა ამ ნაბიჯისთვის."- წერს ნიკა ქავთარაძე სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია "იმედი" 3 წამყვანმა - ზურაბ ბალანჩივაძემ, ნათია ორველაშვილმა და ეკატერინე ამირეჯიბმა დატოვა. ტელევიზიის დატოვებაზე ინფორმაცია ასევე სხვა წამყვანების შესახებაც ვრცელდება.


0
327
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
327