x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ფოტოები, რომელიც გულგრილს არავის ტოვებს...

ამ მოვლენებით სავსე მსოფლიოში, ზოგჯერ იმის დროც არ არის, რომ წუთიერად შევჩერდეთ და ჭეშმარიტი ადამიანური ემოციების სამყარო შევიგრძნოთ. ფოტოგრაფებს კი, ისე, როგორც სხვას არავის, სითბოთი, სიყვარულით, სიხარულით და სევდით სავსე მომენტების აღბეჭდვის შესაძლებლობა აქვთ.

ამ ნაკრებში ფოტოებს გთავაზობთ, რომლებიც გულს აგიჩუყებთ და ღრმა ადამიანური განცდების სამყაროში გადაგიყვანთ. აქ თითოეული ფოტოსურათი, თავის, უნიკალური ისტორიის შესახებ მოგიყვებათ...


ბალეტი
image


ამ გოგონას სიარული არ შეუძლია, მაგრამ ცეკვის სურვილის დახშობა, ინვალიდის ეტლიც კი არ შეუძლია!


გმირი დედა
image


ამ კატამ, მძიმე დამწვრობა, შვილების ხანძრისგან გადარჩენისას მიიღო. ის კნუტების გამოსაყვანად, ალმოდებულ შენობაში 4–ჯერ შევიდა.


მამა-შვილი პირველი შეხვედრაimage


ეს ახალგაზრდა მამაკაცი მამა ახლახან გახდა და ეს მათი პირველი შეხვედრაა.


ზრუნვა
image

ამ ახალგაზრდამ მატჩის ყურებას თავი დაანება, მოხუცს ადგომაში დაეხმარა და ტრიბუნებიდან ჩაიყვანა.


უმწეო პატარა
image


ამ დელფინმა დედა დაკარგა და სრულიად მარტო დარჩა... და ამ ადამიანების დახმარება რომ არა, – აუცილებლად დაიღუპებოდა.


კატა და ცხენი
image


ეს სრულიად განსხვავებული ცხოველები, თითქმის დაბადებიდან ერთად არიან. ხოლო, მათი ურთიერთობა, ყველაზე ჭეშმარიტი და ერთგული მეგობრობის ნათელი მაგალითია.


ბიჭუნა და მისი ერთგული მეგობრები
image


ტყუილად არ ამბობენ, რომ ძაღლი მსოფლიოში ყველაზე ერთგული ცხოველია... მათ შეუძლიათ წყალში გადახტომა და უსაფრთხო ადგილამდე მისვლა. მაგრამ, ბიჭს არ ტოვებენ...


საავადმყოფო
image


ეს იმის კიდევ ერთი მაგალითია, რომ ძაღლი პატრონს, მისთვის ყველაზე რთულ სიტუაციებშიც კი, არ მიატოვებს.


კონცერტზე
image


ინვალიდის ეტლში მჯდარი ახალგაზრდა, ვერ ხედავდა, თუ რა ხდებოდა სცენაზე. ამიტომ, მეგობრებმა ის ზევით აწიეს, რომ კონცერტისთვის მხოლოდ კი არ ესმინა, ეყურებინა კიდეც.


წერილი
image


ბიჭმა ახლობლებისგან წერილი მიიღო, მისი ოთხფეხა მეგობარი კი, გვერდით ზის და თითქოს, პატრონთან ერთად, ისიც კითხულობს.


გორგოლაჭები
image


თუ ახალი რამის, ან ახალი საქმის დაწყების სურვილი გაქვთ, – ასაკი პრობლემა ნამდვილად ვერ იქნება!


ეს სიყვარულია!image


ცხოველებსაც აქვთ რომანტიკული გრძნობები. კატა, მეორე კატასთან, პაემანზე მივიდა და ეს მომენტი კამერამ დააფიქსირა.


ფეხის პროთეზები
image


ფოტოზე ხედავთ ბავშვის პროთეზებს, დაწყებული მისი ადრეული ასაკიდან...


პლუშის მეგობარიimage


კატამ ქუჩაში თბილი "მეგობარი" იპოვა და ეტყობა, რომ კმაყოფილია...


პანდაimage


პანდები, იმის გამო რომ მტაცებლები არიან, – ძალიან საშიში ცხოველებად ითვლებიან. მაგრამ აქ, ამ მოსაზრების საპირისპირო მაგალითს ვხედავთ.


პირველი შეხვედრაimage


მამის, ახალშობილ შვილთან, პირველი შეხვედრის კიდევ ერთი მომენტი. ასეთი დაუვიწყარი მომენტის დანახვისას, ყველას შეჩერების და მისი კამერაზე დაფიქსირების სურვილი უჩნდება!



ქორწილი
image


მართალს ამბობენ: "სიყვარულს საზღვარი არ გააჩნია!" ამ ახალგაზრდამ შეყვარებული არ მიატოვა და მისი ავადმყოფობის მიუხედავად, მაინც გადაწყვიტა მათი გრძნობების ქორწინებით დაკავშირება.


გოგონა და ცხენი
image


ეს ამაღელვებელი და გულისამაჩუყებელი ფოტოა, რომელიც უბრალოდ, სიკეთეს ასხივებს.


დელფინარიუმი
image


დელფინები მხოლოდ ჭკვიანი კი არა, მგრძნობიარე ცხოველებიც არიან. ისინი აშკარად გრძნობს ახალ, ჯერ არ დაბადებული ბავშვის სიცოცხლეს.


ჯარისკაცი
image


გოგონა შეყვარებულის დაბრუნებას ელოდა, მაგრამ ახალგაზრდა კაცი ისეთი არ დაბრუნდა, როგორიც წავიდა... მაგრამ, ის ღმერთის მადლიერია, რომ მასთან ცოცხალი დაბრუნდა.


ცელქი ცუგა და შემოდგომაimage


ძაღლს უკანა კიდურებით სიარული არ შეუძლია. მაგრამ, ეს აბსოლუტურად არ უშლის ხელს, რომ ფოთოლცვენის დროს გაერთოს.


უკანასკნელ გზაზე...
image


ეს სევდიანი და ამავდროულად, მეტად ამაღელვებელი ფოტოა, რომელზეც ნაჩვენებია, თუ როგორ ემშვიდობები ძაღლი პატრონს. არა და ამბობენ, რომ ცხოველებს არაფერი ესმით... ესმით, და თან როგორ ესმით!


სითბო
image


ზამთარი, სიცივე! მაგრამ, ეს ამ ძაღლს არ ეხება... სუფთა ჰაერზე გამოვიდნენ და როგორც ჩანს, პატრონმა მხოლოდ საკუთარ თავზე კი არა, მასზეც იზრუნა...


image

არხის სხვა სიახლეები:


* ყველაზე ჭკვიანი ცხოველები – ტოპ 10, AZ Animals–ის ვერსიით

* შეერთებულ შტატებში მამაკაცი დააკავეს, რომელმაც 6 წლის შვილი სიკვდილამდე მიიყვანა

( "მამის დღე" – იცით რა განსხვავებაა დედას და მამას შორის? (15 სახალისო ფოტო)

* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?



0
254
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
254
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0