x
image
ლიკა ზუბიაშვილი97
ტოპ 3 ფილმი, რომლებიც ნებისმიერ ადამიანს დააბრუნებს ბავშვობაში

ალბათ, ზოგჯერ, ყველას გვიოცნებია, რომ ბავშვობის უბრალო პერიოდში დავბრუნებულიყავით და ყველაფერი, ისევ ისეთი, ნათელი და გულუბრყვილო ყოფილიყო, როგორიც ბავშვობის წლებში იყო. სწორედ, ამ თემატიკის გამო, ჩემს დღევანდელ სტატიაში მინდა, რომ შემოგთავაზოთ, ტოპ 3 ფილმი, რომელიც ნებისმიერ ადამიანს დააბრუნებს ბავშვობაში.


1) "ხიდი ტერაბეთიაში" (2007 წელი)


"ხიდი ტერაბეთიაში' ეფუძნება ბავშვობის გულწრფელი მეგობრობის, რეალურ, ამბავს, რომელმაც შეუძლებელია გულგრილი დატოვოს, ნებისმიერი ასაკის მაყურებელი. (ამის თაობაზე ექსპერიმენტიც კი ჩავატარე, კერძოდ, ბავშვობაში ანუ 2000-იანებში ამ ფილმის ყურების შემდეგ, ამ ფილმს ისევ ვუყურე, ოღონდ, 2018 წელს და სავსებით, თამამად და დარწმუნებით, შემიძლია ვთქვა, რომ მან ზუსტად ისეთივე ემოციებით დატვირთული და სევდიანი დამტოვა, როგორც ბავშვობაში.)


ასე, რომ თუ გსურთ გაიხსენოთ, როგორი გულწრფელი მეგობრობა და სიყვარული იცოდით, ბავშვობაში, მაშინ, აუცილებლად, უყურეთ ამ შესანიშნავ ფილმს.


imageimageimageimageimageimage

2) "დარჩი ჩემთან'' (1986 წელი)


ალბათ, ცხოვრებაში, ერთხელ მაინც გვიფიქრია იმაზე, თუ სად დაიფანტნენ ჩვენი ბავშვობის მეგობრები.. გადის წლები ჩვენ კი მათ შესახებ ისტორიებს ვთხზავთ და ვიხსენებთ, ოღონდ ისე, რომ მათი სახელი და გვარებიც კი გვავიწყდება და იმაზეც კი, არ გვაქვს წარმოდგენა თუ სად ან როგორ არიან, ახლა, ისინი..


სწორედ, ზემოაღნიშნულ, ტკბილ-მწარე მოგონებებს გააღვიძებს ჩვენში "დარჩი ჩემთან'' ფილმის (რომელიც სტივენ კინგის ნაწარმოები "სხეული''-ს ეკრანიზაციას წარმოადგენს) ყურება.


"ის კისერში დაჭრეს. რის შედეგადაც ის, თითქმის იმწამსვე, ადგილზევე, გარდაიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ ის ათობით წლის განმავლობაში არ მინახავს, ვიცი, რომ ის, სამუდამოდ, მომენატრება. ცხოვრების მომდევნო ეტაპებზე კი, ნამდვილად, არ მყოლია ისეთი მეგობრები, როგორებიც 12 წლის ასაკში მყავდა. ღმერთო ჩემო, განა ვინმეს ჰყავს?'' - ფილმის დასასრულის, ეს უნიკალური, ფრაზა, ბავშვობაში დაგვაბრუნებს და გაგვახსენებს, რომ სევდიანი ბავშვობა, სულიერად, ძალზე დიდ ზიანს გვაყენებს, თუმცა ძალზე გვეხმარება გაზრდასა და ყველაფრის სწორი თვალით დანახვაში.

imageimageimageimage
imageimage


3) "გადაფურცვლა''(2010 წელი)


"გადაფურცვლი''-ს ყურება, ბავშვობაში, ძალიან მიყვარდა. კონკრეტულად კი, ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე, მინიმუმ 4-ჯერ მაინც ვუყურე ამ შესანიშნავ ფილმს. თუმცა, ყველა ამ ეტაპზე ეს ფილმი მახსენებდა იმას, თუ როგორი მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებს ერთმანეთის მიმართ პატივისცემა და სიყვარული გააჩნდეთ.


ასე, რომ "გადაფურცვლი''-ს მთავარ თემატიკას წარმოადგენს ის, თუ როგორ იწყებენ ადამიანები ცვლილებას მას შემდეგ, რაც დაკარგავენ ყველაფერს და ის, თუ როგორი მნიშვნელოვანია ამ ყველაფერს, დროულად, მოვუფრთხილდეთ. ასე, რომ თუკი ამ ფილმის ყურების გადაწყვეტილებას მიიღებთ, მინდა გითხრათ, რომ იგი იმედებს, ნამდვილად, არ გაგიცრუებთ.


imageimageimageimage

image
image

სიყვარულითა და

დიდი პატივისცემით,

თქვენი ლიკუნა <3 <3


0
20
2-ს მოსწონს
ავტორი:ლიკა ზუბიაშვილი97
ლიკა ზუბიაშვილი97
20
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0