x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
კანალიზაციაში და ადამიანის ანუსში აღმოჩენილი ყველაზე უცნაური საგნები
image

ბრიტანულმა წყალმომარაგების კომპანია Severn Trent Water-მა ლონდონის კანალიზაციაში აღმოჩენილი ათი ყველაზე უცნაური ნივთი დაასახელა. ამის შესახებ გამოცემა Metro წერს.


უჩვეულო აღმოჩენებს შორის გამოირჩევიან კენის თოჯინა და Dasha the Explorer-ის თოჯინა. მეორე ადგილზეა ბაღის ბეღელის ფრაგმენტები, რასაც მოჰყვება პროთეზი. კომპანიის თანამშრომლები კანალიზაციაში ასევე პოულობენ საბურავებს, საცვლებს და ნაწილებად დაშლილ საწოლის ჩარჩოს. გარდა ამისა, სიაში მოხვდა ჭიქები, გასაღებები, საფულეები და დანა-ჩანგალი.


„ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს თუ როგორ მოხვდა ამ ნივთების ნაწილი იქ, სამაგიეროდ ეს სამუშაოს ყველასთვის უფრო სახალისოს ხდის“, - თქვა გრანტ მიტჩელმა, რომელიც ხელმძღვანელობს კანალიზაციის გაჭედვის განყოფილებას Severnt Trent Water-ში. მან აღნიშნა, რომ ყველაზე გავრცელებული ნივთები, რომლებსაც გაწმენდის დროს პოულობენ, არის სველი ხელსახოცი, საფენები და ჰიგიენური საშუალებები. უცნაური ნივთები იშვიათად ხვდებათ.





2023 წელს გავრცელდა ინფორმაცია, ამერიკელი ექიმებმის მიერ პაციენტებს ცხვირიდან, ყურებიდან და ანუსიდან ამოღებული ყველაზე უცნაური საგნების შესახებ:


ყურები, ყელი, ცხვირი

ყოველწლიურ სტატისტიკაში ნახსენებია ლოლიპოპსები, ქვები და ყურებში ჩარჩენილი ექსტაზის ტაბლეტიც კი. ერთი ამერიკელი საავადმყოფოში მოათავსეს, რომელსაც ჯოხი ჰქონდა გამოშვერილი ყურის არხიდან. ნესტოებში აღმოჩნილია იოგურტი, ვიტამინები, ტყვიები და მცენარეები, როგორც ჩვეულებრივი, ისე ხელოვნური. იყო პაციენტი, რომელიც ექიმთან მივიდა, რათა ცხვირში გაჭედილი ქათმის ნაგეტსი ამოეღოთ.


ყელში მოხვედრილი ყველაზე უჩვეულო საგანი ტანსაცმლის საკიდი იყო. თუ როგორ მოხდა ეს, უცნობიაა. ვიღაცამ მოახერხა კბილის პასტის გადაყლაპვა, შემდეგ კბილის ჯაგრისის და ბოლოს კბილის პასტის მთლიანი ტუბიც ზედ მიაყოლა. ერთი უიღბლო სკოლის მოსწავლე წაიყვანეს ექიმთან მას შემდეგ, რაც მან მაგნიტი გადაყლაპა. ეს ინციდენტი საყურადღებოა იმით, რომ იმავე დღეს მას ფეხზე კრაზანამ უკბინა.



ანუსი


უკანალში გაჭედილი ყველაზე უცნაური ნივთებია: ყაბაყი, ვანტუზი, , ცომის გასაბრტყელებელი, სათამაშო დინოზავრი, "ვარსკვლავური ომების" მანათობელი ხმალი, სანთელი და სანთებელა. ერთმა პაციენტმა, ცნობისმოყვარეობის გამო, სწორ ნაწლავში ხრახნი ჩადო და მისი ამოღება ვერ შეძლო. მეორე უფრო შორს წავიდა და მთელი სახრახნისი ანუსში შეირჭო . განსაკუთრებით აღსანიშნავია საშობაო დეკორაციები და ნაძვის ხის გირლიანდები, რომლებიც ორი სხვადასხვა ადამიანის ანუსში აღმოაჩინეს.


იხილეთ მსგავს თემაზე:სასქესო ორგანოებში ნაპოვნი ყველაზე უცნაური ნივთები +16

0
283
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
283
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0