x
მეტი
  • 19.05.2024
  • სტატია:134755
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509103
გაგიჟდები კაცი, ევროკავშირის გინებისთვის წუხს და საკუთარი ერის შვილებს დედებს, რომ აგინებენ ეს არ ადარდებთ

image
"არა რუსულ კანონს"!-ამ სლოგანის ქვეშ იმართება დემონსტრაციები უწყვეტ ციკლად, არა და დარწმუნებული ვარ ეს კანონი დემონსტრანტების უმრავლესობას წაკითხული არცა აქვს.
"ქურდს ქური ეწვისო"-ცნობილი ანდაზაა და ეს ანდაზა ამართლებს არსებულ რეალობას.
ყველაზე მეტს აქტიურობენ ის ორგანიზაციები, რომლებიც აქტიურად ფინანსდება უცხოური ფონდების მიერ (პირდაპირ ვიტყვი-მავნებლური იდეოლოგიის განსახორციელებლად).
გუშინ მედიით გამოიყვანეს ქალბატონი გიგაური, რომელსაც ნამდვილად კარგი განათლება აქვს მიღებული და შესაბამისად თავისუფლად შეეძლო მისი განათლების მიმართულებით ზე წარმატებული ყოფილიყო, მაგრამ არა, სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდში ეს ქალბატონი (სფეროში სრულიად ჩაუხედავი და დილეტანტიც ამავდროულად) სასაზღვრო ჯარების სარდლის მოადგილედ დანიშნეს, თან თანამდებობას ჭირდებაო და ავაზაკმა და მკვლელმა ვანიჩკა მერაბიშვილმა პირდაპირ კაპიტნის წოდება უბოძა.

კანონი, რომლის წინააღმდეგაც გამოყავთ ახალგაზრდები სხვა არაფერია, თუ არა "კანონი გამჭვირვალობის შესახებ".
მე არ მესმის სად რუსეთი და სად კანონი "გამჭვირვალობის შესახებ"?
ადრეც ავღნიშნე: "ქურდს ქუდი ეწვის მეთქი" და ახლაც გავიმეორებ. რატომ არ სურს საზოგადოების ამ ნაწილს აღნიშნული კანონის მიღება? იმიტომ ხომ არა, რომ ეს კანონი მათ მავნებლურ საქმიანობას გამოააშკარავებს და საჯაროს გახდის?
მე არ ვეხები არასამთავრობო ორგანიზაციებს მთლიანობაში, რადგან ვიცი ორგანიზაციები, რომლებიც რეალურ, თან სერიოზულ დახმარებას უწევენ ფერმერებს, შშმ პირებს, ყოფილ პატიმრებს ეხმარებიან მცირე, მაგრამ ბიზნესის აწყობაში იმისათვის, რომ ბენეფიციარს ჰქონდეს თავის და ოჯახის შენახვის საშუალება.

იმაზე დიდი დემოკრატია და სიტყვის თავისუფლება რაღა გინდათ, როგორიც დღესაა? სააკაშვილის რეჟიმის დროს ბიჭი იყავი და შეაგინებდი პოლიციელს, მინიმუმ ციხე გარანტირებული გქონდა, მაქსიმუმ კი ცემაში სულის ამოხდა.
ჩემი სოფლიდან რამდენიმე კილომეტრშია ის ავადსახსენებელი ადგილი, სადაც სააკაშვილის ნებართვით და ხელდასხმით მამაკაცებს აუპატიურებდა ვინმე "კასტელა" კუდ-ის და შსს-ს მაღალჩინოსნების ნებართვით და მხარდაჭერით.
ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ აღნიშნული ადგილი "კუდ-ის ბაზიდან სულ ორიოდე კილომეტრში იყო შუაგულ ტყეში, სადაც ადგილობრივებს ფიჩხისთვისაც კი არ უშვებდნენ.
სააკაშვილის რეჟიმის დროს დარბეული, დალეწილი და დახოცილი ადამიანების ოჯახებს რას ეუბნებით ქართულო მედიავ?!
რაღაც ვერ ვიხსენებ იმ პერიოდში თქვენს პროტესტს აღნიშნული ქმედებების გამო.
მე კი კარგად მახსოვს, თუ როგორ ჩაიარა რუსთაველზე ნაძირალა და მკვლელმა მერაბიშვილმა გარემოცვის თანხლებით და ბადრი პატარკაციშვილისათვის სპეცრაზმთან ერთად დედა აგინებინა.

როცა სახელმწიფოს წარმომადგენელს, რომელიც ამავდროულად სამართალდამცველია მონას დაუძახებ მაშინ, როცა შენი დამფინანსებელი ერთი ძებნაშია, მეორე ცნობილია იმით, რომ დღესაც კი ასეულ ათასობით რუბლს იღებს რუსეთიდან და თან იძახის-მეკუთვნის და ვიღებო! წესით კი უნდა დაფიქრდეთ, ვის წისქვილზე ასხამს წყალს თქვენი პროვოცირება.
დღეს ტვ "ფორმულას" ოპერატორმა მოქალაქეს, რომელიც ლუდის ბოთლებით ხელში ბუნდებოდა სახლში, დედა აგინა იმის გამო, რომ იმ გამვლელმა მას არასწორი უწოდა, საკუთარ თავს კი საქართველოს მომხრე.
და რას აშუქებს ამ დროს "მთავარი არხი"? თურმე ვიღაც გამვლელი თავს დაესხა "ფორმულას" გადამღებ ჯგუფს, დედა აგინა და პარალელურად, სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში დაადანაშაულა ადამიანი, რომელსაც ძიძგილაობაში ლუდის ბოთლი დაუვარდა, ჟურნალისტმა კი არც აცია, არც აცხელა და უსირცხვილოდ განაცხადა: "უცნობმა მამაკაცმა ბოთლი გაისროლა ოპერატორის წინააღმდეგო"?
არ შემშლია, ბოთლი ესროლაო კი არ უთქვამს-ბოთლი გაისროლაო, გეგონება ცეცხლსასროლი იარაღი სჭეროდა იმ გამვლელს და გაესროლა.
ბოთლი ესროლაო, რომ ეთქვა სიუჟეტი სასაცილო მაინც არ იქნებოდა.
სტატიის შესავალში მამაკაცი წუხს იმაზე, რომ ევროკავშირს სამართალდამცველებმა შეაგინეს, თავად სამართალდამცველებს დედებს ყველა ბრუნვაში, რომ უხსენებენ ეს თურმე არაფერია.
მე 15 წლის ასაკიდან სეპარატისტებთან და იგივე რუსეთთან საქართველოში და უკრაინაში ნაბრძოლი ოფიცერი (რომელიც ამავდროულად ძებნილიცაა რუსეთის მიერ) ვაცხადებ: თუ რუსეთი დაგვიბრუნებს სამაჩაბლოს და აფხაზეთს, არც ევროკავშირი მჭირდება და არც აშშ, ვინმეს წინაშე მუხლებზე დგომას ქართველები მიჩვეული არა ვართ, ჩემი დიდი ბაბუა "პატარა კახთან" ერთად იბრძოდა კრწანისის ბრძოლაში.

ასე, რომ ამერიკელებო და ევროპელებო მოეშვით სანქციებით მუქარას. ვიცით, მე მით უფრო, თუ როგორ მოქმედებს თქვენი სანქციები. თქვენი სანქციების მიუხედავად დღეში ასეულობით რაკეტა, ბომბი და ნაღმი გვეცემოდა თავზე ირპენში, ხარკოვში, ლისიჩანსკში, ავდეევკაში და სხვაგანაც.
ასე, რომ გონს მოდით ახალგაზრდებო, ორი შვილის მამას ძალიან შემრცხვა, როცა შემაღლებულ ადგილზე მდგარი დემონსტრანტი ახალგაზრდების გვერდით, ბიუსტჰალტერის ამარა მდგარი გოგონა დავინახე ყელზე ჯვრით.
"ენა, მამული, სარწმუნეობაო"-დიდმა ილიამ დაგვიბარა და ამ მიწიერის სამების შეურაცხყოფის უფლება არავის გვაქვს.

P.S

ამერიკა, როგორც დაეხმარა ავღანელ ხალხს ვნახეთ, რა ჯოჯოხეთიც მოაწყო ერაყში ესეც ვიცით, ბელგრადი მართლმადიდებლებისთვის უდიდეს დღესასწაულზე, რომ დაბომბეს-ესეც გემახსოვრებათ.
ნიგერიის და ჩადის ხელისუფლებებმა კატეგორიულად მოსთხოვა ამერიკელებს დასტოვონ მათ ქვეყნებში სამხედრო ბაზები.
აშშ-ს ჩადში 100 მებრძოლი ჰყავს, ნიგერიაში კი 1000. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ ნიგერიის ხელისუფლებამ ამერიკელებს სამხედრო ბაზაზე რუსი სამხედრო ინსტრუქტორები (ვაგნერელები) "შეუსახლა" ანუ ამერიკელებს ნიგერიამ რუსი ინსტრუქტორები არჩია.
ახლა თქვენ იმსჯელეთ, სანქცირებულმა რუსეთმა მოახერხა და ნიგერიის ხელისუფლებას ამერიკელები "გააპანღურებინა".


0
156
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
156