x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ეს თემა დიდი ხანია ტრიალებს და ადრე თუ გვიან დაიდება ღიად".- რა გეგმაზე საუბრობს ნინო ჯანგირაშვილი

image


ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი ხელისუფლების მიერ საქართველოს რუსეთში შეყვანის მორიგი გეგმის შესახებ პოსტს ავრცელეს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:


"ეს თემა დიდი ხანია ტრიალებს და ადრე თუ გვიან დაიდება ღიად. ქოცები რუსებს ეუბნებიან, არჩევნების წინ რამე სათქმელი მაინც მოგვეცითო, აი გარეჯი რომ საქართველოა იმ პონტში, თორემ წავაგებთო. რუსი ჯერ ვერ იმეტებს რამე ისეთს, მოსატყუებლად მაინც რომ ვარგოდეს. თუმცა ალბათ რამეზე შეჯერდებიან და გამოაგდებენ საქართველოს რუსეთში შეთრევის მორიგ გეგმას და ამას დაარქმევენ “ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას“. იყო მოლოდინი, რომ ივანიშვილი 29–ში იტყოდა რამეს, მაგრამ არ გამართლდა. რუსი იმის რუსია, რომ ვასალსაც სახეს ახევს.


ზუსტად ასე აახევს სახეს ივანიშვილს. თუმცა მზად უნდა ვიყოთ ამ ეფესბეს საინფორმაციო სპეცოპერაციისთვის და კარგად დავიმახსოვროთ: ახლო მომავალში შემოგორებული ნებისმიერ ე.წ. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გეგმა იქნება საქართველოს, როგორც სახელმწიფოს დასრულების გეგმა. ყველა გეგმა, სადაც ლტოლვილების უპირობო დაბრუნება და აფხაზეთიდან და ცხინვალიდან რუსების ბაზების გათრევა არ ეწერება პირველ პუნქტად არის ეფესბეს სპეცოპერაცია."- წერს ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში.







0
235
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
235