x
image
Yoona
Mediator image
ქრისტე აღდგა! – გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს
იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომა ან უბრალოდ აღდგომა უძველესი და უდიდესი ქრისტიანული დღესასწაულია.



image



ყოველწლიურად ეს დღესასწაული სხვადასხვა დროს აღინიშნება მთვარისა და მზის კალენდრების ურთიერთმიმართებიდან გამომდინარე, მაგრამ ყოველთვის კვირა დღეს.



აღდგომის დღესასწაული აღინიშნება აღდგომის წირვით, აღდგომის წმინდა ცეცხლით, სააღდგომო მსვლელობით.




image



ამ დღეს მიღებულია მისალმება სიტყვებით: „ქრისტე აღდგა“! და პასუხი მისალმებაზე: „ჭეშმარიტად აღდგა!“.



აღდგომაზე ამზადებენ სპეციალურ კერძს, პასქას, რომელიც უფლის სიცოცხლისა და სხეულის სიმბოლოა, და ღებავენ კვერცხს. კვერცხი სიმბოლოა იესო ქრისტეს სისხლისა და ახალ სიცოცხლეში მისი აღორძინების.



image



ტროპარი: ქრისტე აღსდგა მკვდრეთით, სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი.



კონდაკი: დაღაცათუ ნებსით თჳსით დაფლავად შთახედ, უკუდაო, არამედ ჯოჯოხეთისა იგი ძალი დაარღჳე და აღდეგ, ვითარცა მძლჱ, ქრისტე ღმერთო, ხოლო მენელსაცხებლეთა დედათა ხარებაჲ მიჰმადლე და მოციქულთა მშჳდობაჲ მიანიჭე, რომელმან დაცემულთა მიეც აღდგომაჲ.

0
27
2-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
27