ჯანმრთელი კვება 7 სალათა, რომელიც ამტკიცებს, რომ ჯანსაღი კვება გემრიელია 4 მაისი, 18:41 ჯანსაღი საკვები ყოველთვის უმარილო და უგემური არ არის. ეს 7 სალათა ამის შესანიშნავი დასტურია. ჩვენ უკვე შევარჩიეთ კერძი მომავალი საღამოსთვის. ვიმედოვნებთ, თქვენც მოგეწონებათ. 1. სალათა პომიდვრით, მოცარელით, მუხუდოთი და პესტოს სოუსით მუხუდო – 400 გრამიპესტოს სოუსი – ¼ ჭიქა ჩერი პომიდორი – 1 ჭიქა დაჭრილი მოცარელა – ¼ ჭიქა დაჭრილი ახალი რეჰანი – 2 სუფრის კოვზი მარილი და წიწაკა ინგრედიენტებს აურიეთ. მარილი და წიწაკა გემოვნებით დაუმატეთ. ახალი რეჰანით გააფორმეთ. 2. სალათა საზამთროთი, ქათმით და ბალზამიანი ძმრით ბალზამიანი ძმარი – 1 ჭიქა ქათმის გულმკერდი, კანის გარეშე, – 450 გრამი სანელებლები ყველა კერძისთვის – 3 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი – 1 სუფრის კოვზი დაჭრილი მწვანილი – 4 ჭიქა კუბებად დაჭრილი საზამთრო – 2 ჭიქა ყველი დორ ბლიუ – ½ ჭიქა დაქუცმაცებული ნუში – ¼ ჭიქაბალზამიანი ძმარი ქვაბში ჩაასხით და ადუღებამდე მიიყვანეთ. ცეცხლს დაუწიეთ და ხარშეთ 15–20 წუთი ძმრის რაოდენობის შემცირებამდე და გასქელებამდე. ტაფა გააცხელეთ. ქათამს ორივე მხრიდან სანელებლები წაუსვით და ზეითუნის ზეთი მოასხით. შეწვით, სანამ ხორცი შიგნით ვარდისფერი არ გახდება, გარედან კი არ მოიბრაწება. ქათამი, საზამთრო, ყველი და ნუში შეურიეთ. მოასხით მზა ბალზამიანი ძმარი. 3. სალათა გოგრით წვრილად დაჭრილი კომბოსტო – 3 ჭიქა ნაჭრებად დაჭრილი და შემწვარი გოგრა – 1 ჭიქა ყველი დორ ბლიუ – ¼ ჭიქა ბროწეულის თესლი – ¼ ჭიქასოუსისთვის: ზეითუნის ზეთი – 2 სუფრის კოვზი ვაშლის ძმარი – 1, 5 სუფრის კოვზი წითელი ღვინის ძმარი – 2 ჩაის კოვზი დიჯონის მდოგვი – 1 ჩაის კოვზი თაფლი – 1 ჩაის კოვზი სოუსის ინგრედიენტები ქილაში გადაიტანეთ, თავსახური დაახურეთ და კარგად შეანჯღრიეთ. კომბოსტო, გოგრა და ყველი აურიეთ, სოუსი მოასხით. ზემოდან ბროწეულის მარცვლები მოაყარეთ. 4. სალათა კინოათი კინოა – 1 ფინჯანი წყალი – 2 ჭიქა მარილი – ¼ ჩაის კოვზი დაჭრილი წითელი კომბოსტო – 1 ჭიქა გასუფთავებული და მოხარშული მწვანე სოიო – 1 ჭიქა დაჭრილი წითელი ბულგარული წიწაკა – 1 გახეხილი სტაფილო – ½ ჭიქა დაჭრილი კიტრი – 1 ჭიქასოუსისთვის: სოიოს სოუსი – ¼ ჭიქა სეზამის ზეთი – 1 სუფრის კოვზი ბრინჯის ღვინის ძმარი – 1 სუფრის კოვზი დაჭრილი მწვანე ხახვი – 2 სუფრის კოვზი დაჭრილი ქინძი – ¼ ჭიქა სეზამის თესლი – 1 სუფრის კოვზი გახეხილი კოჭა – ¼ ჩაის კოვზი წითელი წიწაკა – 1/8 ჩაის კოვზი მარილი და შავი წიწაკა გემოვნებით წყალი ქვაბში ჩაასხით, კინოა ჩაყარეთ, მარილი დაუმატეთ, ადუღებამდე მიიყვანეთ და 5 წუთი ხარშეთ. ცეცხლს დაუწიეთ, ხარშეთ წყლის აორთქლებამდე. კინოა თასში გადაიტანეთ. დაუმატეთ კომბოსტო, სოიო, წითელი წიწაკა, სტაფილო და კიტრი. პატარა თასში აურიეთ სოიოს სოუსი, სეზამის ზეთი, ბრინჯის ღვინის ძმარი, მწვანე ხახვი, ქინძი, სეზამის თესლი, კოჭა, წითელი წიწაკა, შავი წიწაკა და მარილი. სალათას სოუსი მოასხით და აურიეთ. 5. სალათა თინუსით და ქოქოსის რძით კუბებად დაჭრილი თინუსი – 500 გრამი 8 ლაიმის წვენი მარილი – ½ ჩაის კოვზი პომიდორი – 1 კუბებად დაჭრილი მწვანე წიწაკა – 1 გასუფთავებული და დაჭრილი კიტრი – 1 გასუფთავებული და გახეხილი სტაფილო – 1 კუბებად დაჭრილი წითელი ხახვი – 1 ქოქოსის რძე – 1 2 ნივრის კბილი კოჭა – მწიკვი მარილი და წიწაკათინუსის კუბები თასში გადაიტანეთ და ლაიმის წვენი მოასხით. მარილი მოაყარეთ და აურიეთ. თასს გადააფარეთ და 10–12 წუთი მაცივარში შეინახეთ. ამ დროში აურიეთ პომიდორი, ბულგარული წიწაკა, კიტრი, სტაფილო, ხახვი, ნიორი და კოჭა. თევზი სალათაში გადაიტანეთ და ლაიმის წვენის ნახევარი მოასხით. ქოქოსის რძე დაუმატეთ და აურიეთ. 6. სალათა ბოლოკით და კვერცხით ბოლოკი – 400 გრამი კიტრი – 1 კამა – 1 კონა კვერცხი – 1 არაჟანი – 100 გრამი დაფქული შავი წიწაკა მარილიკვერცხი მოხარშეთ, დააქუცმაცეთ. ბოლოკი, კიტრი, კამა დააქუცმაცეთ და კვერცხს აურიეთ. არაჟანს მარილი და წიწაკა მოაყარეთ. არაჟნის ნარევი სალათას დაუმატეთ და აურიეთ. 7. სალათა ავოკადოთი ახალი რუკოლა – 2 ფინჯანი დაჭრილი ნახევარი ავოკადო უკურკო ყველი მოცარელა – 3 ნაჭერი რეჰანის ახალი ფოთლები ზეითუნის ზეთი – 1 სუფრის კოვზი ბალზამიანი ძმარი – 1, 5 ჩაის კოვზი მწიკვი შაქარი ან კოვზი თაფლი მარილი და წიწაკამოცარელა, რუკოლა და ავოკადო აურიეთ. ზემოდან რეჰანის ფოთლები მოაყარეთ. ზეითუნის ზეთი და ბალზამიანი ძმარი აურიეთ, შაქარი ან თაფლი, მარილი და წიწაკა დაუმატეთ და აურიეთ. სოუსი სალათას მოასხით. 95 შეფასება არ არის |