x
მეტი
  • 17.05.2024
  • სტატია:134704
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509038
"თქვენი “ბრძოლა” სულ ყალბი ყოფილა, მეგობრებო“'- ვის მიმართავს მერაბ მეტრეველი

image


ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და მმართველი გუნდის იმ მომხრეებს მიმართავს, ვინც წინა რეჟიმს ებძროდა, დღევანდელ სისასტიკეს კი ამართლებს. მეტრეველი ამ ადამიანების ასეთ "ბრძოლას" ყალბს უწოდებს:


"ქართული ოცნების" ის მომხრეები, ვინც წინა რეჟიმს ებრძოდით და ახლა ამ სისასტიკეს აპრავებთ, რითი განსხვავდებით იმათგან, ვისაც ვითომ ებრძოდით?

თქვენი “ბრძოლა” სულ ყალბი ყოფილა, მეგობრებო.


ვიღაცები მიწერენ:


მერაბ, ჩვენ შენი დაბალანსებული პოზიცია მოგვწონდა, ახლა კი აშკარად მხარე გახდიო.


დაბალანსებული პოზიცია შეიძლება გქონდეს, როდესაც სხვადასხვა მხარეს დგანან: ხელისიუფლება და ოპოზოცია, ქოცები და ნაცები და ა. შ.


მაგრამ დაბალნსებული პოზიცია ვერ გექნება, როდესაც ერთ მხარეს არის ქვეყნის სასიცოხლო ინტერესები და მეორე მხარეს ამ სასიცოცხლო ინტერესების დაზიანება, ერთ მხარეს არის ევროინტეგრაცია და მეორე მხარეს ამ ინტეგრაციის ჩაშლა ერთი ადამიანის ახირების გამო, ერთ მხარეს არის ქვეყნის 30 წლიანი ბრძოლა და ოცნების ასრულება და მეორე მხარეს არის ამ ოცნების დასამრაება, მოგონილი მიზეზებით, რაც ავტომატურად ნიშნავს ჩვენს რუსთის უკანა ეზოდ დარჩენას და ცივილიზებული სამყაროსგან დაშორებას.


მე ამ კანონთან დაკავშირებით შარშანაც მკვეთრი პოზიცია მქონდა და წელსაც ასეა.


არაობიექტური ვერ იქნება ქვეყნის მხარეს დგომა. ვინც ამას ვერ ხვდებით (ან სპეციალურად არ ხვდებით სხვადასხვა მიზეზების გამო), თქვენს გამო ძლიან ვწუხვარ."- წერს ჟურნალისტი სოციალურ ქსელში.





0
768
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
768