x
მეტი
  • 15.05.2024
  • სტატია:134678
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508999
როგორ იძია შური აიშვარია რაიმ დედამთილზე, რომელმაც ის გაცნობის პირველივე დღიდან აითვალისწუნა
image


2007 წელს ინდოეთის უმშვენიერესი მსახიობი და 1994 წლის "მის სამყაროს" ტიტულის მფლობელი აიშვარია რაი ცოლად გაჰყვა ლეგენდარული ინდოელი მსახიობის, ამიტაბჰ ბაჩანის ვაჟს. 2011 წელს აიშვარიამ ვარსკვლავური მემკვიდრე აბხიშეკი ქალიშვილის - აარადჰიას დაბადებით გაახარა.


image


თუმცა, ბოლივუდის მედია რამდენიმე წლის წინ გადაჭრელებული იყო სათაურებით იმასთან დაკავშირებით, რომ ბაჩანის ცოლს, სავარაუდოდ, რძალი გაცნობის პირველივე წუთებიდან არ მოეწონა. ეს ვარაუდი კიდევ ერთხელ აძლიერებს ჯაიას ცივ და გულგრილ დამოკიდებულებას მისი ვარსკვლავური რძლის მიმართ.


image


ასე, მაგალითად, ცოტა წნის წინ, ჯაია მიწვეული გახლდათ ღონისძიებაზე, სადაც მისი ვარსკვლავური რძალი და ქალიშვილი უნდა გამოსულიყვნენ. ღონისძიების დასასრულს კი ჯაიამ ქალიშვილს საგანგებო პოსტი მიუძღვნა, სადაც ამბობდა რომ შვეტამ იმ საღამოს ყველა დაჩრდილა.


image


ჯაიამ თავის პოსტში საერთოდ არ ახსენა აიშვარიას სახელი, რამაც მსახიობის თაყვანისმცემლების გაოცება გამოიწვია. ქალმა, ვარსკვლავური მეუღლისგან განსხვავებით რძალს 50 წლის იუბილე საერთოდ არ მიულოცა, რაც ინდურ კულტურაში შეურაცხყოფის ტოლფასია.



image


შური დედამთილზე თავის მხრივ აიშვარიამაც იძია, მსახიობმა მას 70 წლის იუბილე არ მიულოცა, რამაც ინტერნეტქსელში დიდი სკანდალი გამოიწვია.


image



ისღა დაგვრჩენია მხოლოდ ვივარაუდოთ რას ვერ იყოფენ ერთმანეთში ეს ცნობილი ქალბატონები


image



იქნებ ჯაია აიშვარიას მის სილამაზეს ვერ პატიობს?


image



ან იქნებ ის საკუთარ ვაჟზე ეჭვიანოს? ვინ იცის ვის ოჯახში რეალურად რა ხდება...


image





0
592
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
592